ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა

16 ნოემბერს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოფენა ტოლერატობა ეს არის სიყვარული“ გაიმართა. გამოფენაში მონაწილეობას 10-16 წლამდე სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეები იღებდნენ.
გამოფენის ინიციატორი „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი“ იყო. ბავშვებმა საკუთარი ნამუშევრები დამსწრე საზოგადოებას უჩვენეს რომლის შემდეგაც სპეციალურმა ჟიურიმ სამი საუკეთესო ნამუშევარი გამოავლინა. გამარჯვებულ ავტორებს ასოციაცია „ტოლერანტისგან“ სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
გამოფენის ნახვა ნებისმიერ მსურველს ერთი კვირის მანძილზე შეუძლია. გამარჯვებული ნამუშევრები კი საქართველოს მაშტაბით ყველა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ იქნება გამოფენილი.