ისლამური სამყარო ყურბან ბაირამობას ზეიმობს

6 ნოემბერს ისლამური სამყარო ყურბან- ბაირამობის პირველ დღეს აღნიშნავს. ბაირამობის მთავარ ცენტრს წარმოადგენს წმინდა ქალაქი მექა და მისი ქააბე, სადაც ჰაჯობის რიტუალს ასრულებს მილიონობით მორწმუნე.

დილის ლოცვის შემდეგ მორწმუნეები მინას მთაზე ეშმაკის ჩაქოლვის რიტუალს ასრულებენ, აქედან კვლავ ქააბეს დაბრუნდებიან, განიწმინდებიან წმინდა ქააბისადმი სამჯერ შემოვლით, ბოლოს მსხვეპლსაც შეწირავენ და გახდებიან ჰაჯები, ე.ი. პილიგრიმები.

 

საქართველოში კი დილის ლოცვის შემდეგ ერთმანეთისადმი მისალოც სტუმრობებს იწყებენ. იკვლება მსხვერპლი, რომლის ხორცი მეზობელ ნათესავებთან ერთად განაწილდება ღარიბ ღატაკებზეც.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტი“ ექვს ნოემბერს ახალციხეში საბარგოს დასახლებაზე მცხოვრებ რეპატრირებულ მესხებს ესტუმრა და ყურბან- ბაირამობის დღესასწაული მიულოცა.