ახალი ცენტრი იანეთში

12351 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ასოციაცია ,,ტოლერანტმა”, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის” პრევენცია”, ფარგლებში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთში, მე -9 უბნის წარმომადგენლობით ოფისში, საინფორმაციო და სოციალური ინტეგრაციის ცენტრი გახსნა.
საინფორმაციო და სოციალური ინტეგრაციის ცენტრის საქმიანობების მიზანია:

 

- რეპატრირებული მესხების საზოგადოებრივი ინტეგრაციის ხელშეწყობა;
- ქართული ენის, კულტურის, ისტორიის შესწავლა-გაცნობა;
- სამედიცინო მომსახურეობა;
- იურიდიული მომსახურეობა;

 

საინფორმაციო და სოციალური ინტეგრაციის ცენტრის ოფიციალურ გახსნას დაესწრნენ; საერთაშორისო არსამთავრობო ორგანიზაცია AჩF, (მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის, საგანმანათლებლო რესურს ცენტრის, ადგილობრივი მედიისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალის წარმომადგენლები.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტი” სოფელ იანეთში 2005 წლიდან მუშაობს.