წმინდა ბარბარეს სახელობის ნინოწმინდის ბავშვთა სახლი

6 იანვარს ასოციაცია ,,ტოლერანტი“ წმინდა ბარბარეს სახელობის ნინოწმინდის ბავშვთა სახლს ესტუმრა და ბავშვთა სახლის 114 აღსაზრდელს საახალწლო საჩუქრები და პროდუქტი ჩაუტანა. საჩუქრები პატარებს თოვლის ბაბუამ დაურიგა. 

,,გვიგულეთ მუდამ თქვენს გვერდით. რაც შეგვეძლება დაგეხმარებით“, - უთხრა პატარებს ასოციაცია ,,ტოლერანტის“ ხელმძღვანელმა ცირა მესხიშვილმა და იქ მყოფ საზოგადოებას შობა ახალი წელი მიულოცა.
ბავშვთა სახლის აღსაზრდელები საკმაოდ მომზადებულები დაგვხდნენ და კონცერტი გამართეს. საახალწლო მილოცვები, ლექსები და ქართული ცეკვები ერთმანეთს ცვლიდა.
6 იანვარი ალბათ ყოველთვის დარჩება ბავშვთა სახლის პატარებისთვის ერთ ლამაზ დღედ. ასოციაცია,,ტოლერანტის“ საქმიანობებში კი 6 იანვრის დღე იმ საქველმოქმედო ღონისძიებების გრძელ სიას დაემატება რაც აქამდე იყო.