ახალი ცენტრი ახალი პროექტის ფარგლებში

Untitled8 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ასოციაცია ,,ტოლერანტმა” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში ქართული ენისა და კულტურის ცენტრი გახსნა.

ქართული ენისა და კულტურის ცენტრის ოფიციალურ გახსნას დაესწრო ევროკავშირის, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ (ACF), ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები.

 

ქართული ენისა და კულტურის ცენტრი გახსნა დადებითად შეაფასა როგორც ადგილობრივმა მოსახლეობამ, ასევე მოწვეულმა სტუმრებმა.

,,მე დავპირდი ნასაკირალის მოსახლეობას რომ მათთან ჩამოვიდოდი. პირობა შევასრულე და ამ მნიშვნელოვან დღეს, როცა მათ სოფელში ქართული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნა მათ გვერდით ვარ“, - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა ოლივერ რაისნერმა.

ქართული ენისა და კულტურის ცენტრი გარემონტდა და თანამედროვე აპარატურით აღიჭურვა.

ასოციაცია ,,ტოლერანტი“ რეპატრირებული მესხების პრობლემების მოგვარებაზე უკვე რვა წელია რაც მუშაობს.