გამოფენა

,,არ-აღთქმული მიწა - მესხების გრძელი გზა შინისკენ“, - ამ სახელწოდების ფოტოგამოფენა ახალციხეში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პირველ მაისს გაიმართა. გამოფენის ავტორი ქართველი ჟურნალისტი და ფოტოგრაფი თემო ბარძიმაშვილია.
გამოფენა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,1940 -იან წლებში საქართველოდან გადასახლებულ პირთა და მათი შთამომავლების რეპატრიაციის ხელშეწყობა“ ფარგლებში გაიმართა.
პროექტს ახორციელებს უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრის (ECMI).
გამოფენა ასახავს მესხების ყოველდღიურ ყოფა -ცხოვრებას, კულტურას, ტრადიციებს როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში, ყირგიზეთსა და თურქეთში.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საოჯახო არქივებიდან მოძიებული ფოტოებიც.
ახალციხეში, გამოფენაზე ფოტოების გმირი მესხებიც მოვიდნენ და დიდი სიამოვნებით დაათვალიერეს სურათები.