დაბეჭდვა
დეტალები: კატეგორია: არქივი | გამოქვეყნებულია: 09 ნოემბერი 2017 | გადასვლები: 940

fexburtასოციაცია ,,ტოლერანტი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აზერბაიჯანში, საათლის რაიონში მცხოვრები ფეხბურთელისა და შემდგომში მწვრთნელის ჰასან კოჩალიევის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს.

ჰასან კოჩალიევი როგორც ნაცნობები ყვებიან არ იყო მარტო ფეხბურთელი და მწვრთნელი. ის მუდამ ანთებული იყო უანგაროდ ეკეთებინა კარგი საქმეები. ჯერ კიდევ 1960-70 წლებში, როცა ჰასან კოჩალიევი აზერბაიჯანში, საათლის რაიონში არსებულ საფეხბურთო გუნდ ,,მესხეთში” დაცვაში თამაშობდა, მისი სახელი ყველასთვის იყო ცნობილი. გუნდი იმ წლებში საკმაოდ პოპულარობით სარგებლობდა და თითქმის ყველა ტურნირში გამარჯვებული გამოდიოდა.
.


,,მაისურებს წინა და უკანა მხარეს წარწერა ჰქონდა ,,მესხები”, ეს უფრო აათმაგებდა ფეხბურთელების სპორტულ ჟინს. ჰასან კოჩალიევი იმ დროის გამორჩეული ფეხურთელი იყო”, - ყვებიან რეპატრირებული მესხები.

ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ჰასან კოჩალიევი მწვრთნელად მუშაობდა. ბოლო ათი წლის განმავლობაში ფეხბურთის გუნდ ,,ადიგენის” მწვრთნელი სწორედ ჰასან კოჩალიევი იყო. ,,ადიგენი” აზერბაიჯანში, საათლის რაიონში ცნობილი საფეხბურთო გუნდია.

როგორც საათლის რაიონში მცხოვრებლები ამბობენ გუნდს არანაირი ფინანსური შეოსავალი არ ჰქონდა, თუმცა ამას ფეხბურთელების სპორტული ჟინისთვის ხელი არ შეუშლია და გუნდი არც ერთი მატჩიდან წაგებული არ დაბრუნებულა.

,,ეს სწორედ ჰასან კოჩალიევის დამსახურება იყო. ის არ იყო უბრალოდ მწვრთნელი, ის სხვანაირი ადამიანი იყო. სხვანაირი სულისკევეთით ეკიდებოდა თავის საქმეს”, – ამბობენ რეპატრირებული მესხები.
ადგილობრივებისთვის ჰასან კოჩალიევის სახელი მუდამ დარჩება სიკეთის, უანგარობის, ჰუმანურობის, ქველმოქმედების და კაცთმოყვარეობის სიმბოლოდ.