,,კეჩხობი - 2011“ - ბანაკი რეპატრირებული მესხი ბავშვებისთვის

img 2580ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა კეჩხობში რეპატრირებული მესხი ბავშვებისთვის საზაფხულო ინტეგრაციული ბანაკი მოეწყო, რომელიც მიმდინარე პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის“ პრევენცია“ფარგლებში განხორციელდა.
ბანაკი 24 ივნისს გაიხსნა და 6 აგვსიტოს დაიხურება. 60 მოზარდი და ათი პედაგოგი 14 დღის განმავლობაში დაბა კეჩხობში დაისვენებს. მოეწყობა სამი ექსკურსია. ჩატარდება სემინარები და დაგეგმილია უამრავი გასართობ–შემეცნებითი ღონისძიებები.

ბანაკი აზერბაიჯანიდან, კერძოდ კი საათლის რაიონიდან 10, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალიდან 10, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთიდან 10 , ადიგენის მუნიციპალიტეტიის სოფელ აბასთუმნიდან 10, თბილისიდან ერთს და ახალციხიდან - 19 ქართველ, სომეხ და რეპატრირებულ მესხ ბავშვს უმასპინძლებს.

ტყემ, გრილმა გარემომ და შესანიშნავმა ჰაერმა მოზარდები აღფრთოვანებაში მოიყვანა.

ეს პირველი შემთხვევაა როცა რეგიონში აზერბაიჯანიდან რეპატრირებული მესხი ბავშვებისთვის ბანაკი მოეწყო.

ასოციაცია ,,ტოლერანტი“ შეეცდება ახალ-ახალი სიახლეები მოგაწოდოთ ბანაკის ყოველდღიური ცხოვრებიდან, იქ ხომ ყოველი საათი დატვირთულია სხვადასხა ღონისძიებებითა და საინტერესო შეხვედრებით.