დაბეჭდვა
დეტალები: კატეგორია: არქივი | გამოქვეყნებულია: 09 ნოემბერი 2017 | გადასვლები: 1094

img 2551საზაფხულო ინტეგრაციულ ბანაკში მჩქეფარე დღეები დაიწყო. 27 ივლისს, დილით, საუზმის შემდეგ, 60 მოზარდს თეთრი მაისურები და კეპები დაურიგდათ, რომელიც სპეციალურად ბანაკისთვის დამზადდა.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა კეჩხობში რეპატრირებული მესხი ბავშვებისთვის საზაფხულო ინტეგრაციული ბანაკი მოეწყო, რომელიც 24 ივნისს გაიხსნა და 6 აგვსიტოს საზეიმო ვითარებაში დაიხურება.
.

 

 


მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, მწვანე მონასტერი, პიკნიკი ტყეში და ბორჯომის ცენტრალური პარკი - ამ ყველაფრის ნახვა - დათვალიერება და პარალელურად გართობა მოზარდებმა 27 ივლისს მშვენივრად მოახერხეს.



ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას რომ საზაფხულო ინტეგრაციული ბანაკის მოქმედების ორ კვირიან ვადაში დაგეგმილი სამი ექსკურსია დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაცია AჩF- მიერ რომელიც ამავე დროს ევროკავშირის დაფინასებით მუშაობს რეპატრირებული მესხების საკითხებზე.


თავდაპირველად სამი მიკროავტობუსი, რომელშიც გადანაწილებული იყო 60 ბავშვი პედაგოგებთან ერთად ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ეწვივნენ.

1926 წელს გერმანელი ინჟინერ-არქიტექტორ ვ.შვეივერის მიერ დაარსებული მუზეუმი განთავსებულია 1890 წელს აგებულ რომანოვების კანცელარიის ისტორიულ შენობაში.
მოზარდებმა დაათვალიერს და ნახეს ჭვირული დისკოები, ბრინჯაოს ბალთები და საკიდები, ნუმიზმატიკის ნიმუშების კოლექცია, რომანოვების პირადი ნივთები, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.
ბავშვები გულდასმით ათვალიერებდნენ ირგვლივ ყველაფერს, უსმენდნენ გიდს, იღებდნენ სამახსოვრო ფოტოებსაც.

შემდეგი გაჩერება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკში იყო. პარკი მოიცავს ხელუხლებელი ტყის, სუბ -ალპური და ალპური მდელოების 85 000 ჰექტარს. ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაარსებული პირველი ეროვნული პარკია კავკასიის რეგიონში.

,,საინტერესოა ძალიან!“, ,,მაგარია!“ ,, რა ცხოველებია!“, ,,ულამაზესი ბუნებაა!“ - ძირითადად ეს შეძახილები ისმოდა პარკში სტუმრობისას.

მწვანე მონასტერმა აჟღივლებული და შთაბეჭდილებებით აღსავსე ბავშვები თითქოს დაამშვიდა.
ტყეში სადილს უკვე ცეკვა და სიმღერა მოჰყვა. ხალხური სიმღერები ,,მრავალჟამიერი“, ,,შატილის ასულო“, შემდეგ თანამედროვე მუსიკამ შეცვალა.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთის სკოლის მოსწავლეებმა ქართული ცეკვებიც შეასრულეს, მათ არც აზერბაიჯანიდან ჩამოსული ბავშვები ჩამოუვარდნენ და ერთგვარიდაუგეგმავი კონცერტი გაიმართა, რასაც პედაგოგების მხრიდან აღფთოვანებული წინადადებები მოყვა - ,,ანუ საზეიმო დახურვა ძალიან კარგი გამოგვივა“.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცხელოდა ბავშვებს დაღლილობა მაინც არ ეტყობოდათ. ისინი ბორჯომის ცენტრალურ პარკში თვალისდახამხამებაში გაუჩინარდნენ და სხვადასხა გასართობ საშუალებებს მოედვნენ, თუმცა მათი შემჩნევა თეთრი მაისურებით მაინც არ ჭირდა.
,,ეს დღე დაუვიწყარი იქნება“.

,,მადლობა ,,ტოლერანტს“ .
,,შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ“ - ეს და უამრავი მსგავსი ფრაზა 27 ივლისის დღეს არ აკლდა.