ამოქმედდა „ცხელი ხაზის“ 24–საათიანი მომსახურება

პროექტის „საინფორმაციო–საკონსულტაციო ცენტრი მესხი რეპატრიანტებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება, სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია „ტოლერანტში“ ამოქმედდა „ცხელი ხაზი“. ოცდაოთხი საათის განმავლობაში რეპატრიანტებს შეუძლიათ დარეკონმათთვის მნიშვნელოვან თუ პრობლემურ ნებისმიერ საკითხზე. „ცხელი ხაზის“ ოპერატორი მიიღებს, დააფიქსირებს ინფორმაციას მათი საჭიროებებისშესახებ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გაუწევს კონსულტაციას ან საჭიროების შემთხვევაში რეაგირებისათვის გადასცემს პროექტის მართვის ჯგუფს. „ცხელი ხაზის“ მომსახურებით ოთხი თვის განმავლობაში ისარგებლა 74–მა რეპატრიანტმა.