დაიწყო ცენტრების რეკონსტრუქცია

2011 წლის იანვარში ახალციხის რეგიონალურმა ასოციაცია “ტოლერანტმა” პროექტის – “საქართველოში არალეგალურ მდგომარეობაში მყოფ დეპორტირებულ მესხთა ჰუმანიტარული დახმარება და მათი უკანონო გადაადგილების პრევენციის ხელშეწყობა”, ფარგლებში განახორციელა რამდენიმე მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიება. პროექტის დაწყებიდან ხუთი თვის განმავლობაში ძირითადად ჩატარდება მოსამზადებელი სამუშაოები შემდეგი ეტაპებისთვის. აქ, პირველ რიგში, იგულისხმება ადაპტაციისა და ჰუმანიტარული დახმარების ცენტრების რეკონსტრუქცია რეპატრიანტი მესხებით დასახლებულ სამიზნე რაიონებში. უკვე დაიწყო იანეთის, ნასაკირალის ჰუმანიტარული და თბილისის, აზერბაიჯანის საინფორმაციო ცენტრების განახლება-აღჭურვა.