კონკურსი დოკუმენტური ფილმის მომზადება-გადაღებაზე

სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია "ტოლერანტი" აცხადებს კონკურსს დოკუმენტური ფილმის მომზადება-გადაღებაზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: "რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება - "თვითრეპატრიაციის" პრევენცია" ფარგლებში.
დოკუმენტური ფილმი უნდა ემსახურებოდეს რეპატრირებული მესხების ყოფა-ცხოვრების, ისტორიული ფესვების აღწერა-გაშუქებას.
კონკურსში მონაწილეობა:

** კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს.
** ერთი პრეტენდენტის მიერ პროექტზე შესაძლებელია რამდენიმე ალტერნატიული სცენარის შეთავაზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნა: დოკუმენტურ ფილმებზე ან სცენარებზე მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
თითოეულმა პრეტენდენტმა ელექტრონულ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.  გამოგზავნით უნდა დააფიქსიროს კონკურსში მონაწილეობის სურვილი ან მოგვაწოდოს განცხადება მისამართზე: ქ. ახალციხე, რუსთაველის ქუჩა 47. დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 593 104170.
თითოეულმა მონაწილემ მის მიერ დაწერილი დეტალური სცენარი უნდა გამოაგზავნოს 2011 წლის 20 აგვისტომდე.