გასვლითი შეხვედრა

16022011030სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტი’’ ახალი პროექტის, ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის” პრევენცია ფარგლებში მომუშავე ჯგუფს, 16 თებერვალს, გასვლითი შეხვედრა ჰქონდა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში და ახალციხის საბარგო სადგურზე.
პროექტის ფარგლებში ექიმი, იურისტი, და ახალი პროექტის კოორდინატორი შეხვდნენ რეპატრიანტ მესხებს, გააცნეს ახალი პროექტი და მოისმინეს მათი პრობლემები.

საბარგო სადგურზე რეპატრიანტ მესხების ათი, ხოლო კლდეში ორი ოჯახი ცხოვრობს.
,,თითოეულ ოჯახში მივედით, მოვისმინეთ მათი პრობლემები. ძალიან ბევრს ჰქონდა ვირუსული გრიპი. ჩვენმა ექიმმა ადგილზევე გასინჯა ისინი და გამოუწერა წამლები,”– გვითხრა სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტის” კოორდინატორი ლაურა ბჟალავა.
კლდეში მცხოვრებმა ორივე ოჯახმა ქართული ენა იცის.
,,ყველას უნდა ისწავლოს ქართული ენა და მიიღოს მოქალაქეობა. განსაკუთრებით ქალები არიან მონდომებულები, მაგრამ ერთი პრობლემა აქვთ, საბარგო სადგურიდან ქალაქში სიარული ძალიან უჭირთ. თითქმის ყველა ოჯახში ერთ მოხუცი მაინც არის, რომელსაც დიდხანს ვერ ტოვებენ ქალები” – ამბობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტის” თარჯიმანი როზა ალინიაზოვი.
ყველაზე დიდი პრობლემა, რაც რეპატრიანტ მესხებს აწუხებთ მათი მოქალაქეობის საკითხია. ახალი პროექტის ერთ-ერთი მიზანი კი იმაში მდგომარეობს, რომ ყველანაირად დაეხმაროს და გაუწიოს ადვოკატირება საქართველოში არალეგალურ მდგომარეობაში მყოფ მესხებს.