ვიზიტი იანეთში

3 სექტემბერს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთის საინფორმაციო და სოციალური ინტეგრაციის ოფისში სამუშაო შეხვედრა შედგა.
მიმდინარე პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის“ პრევენცია“ ფარგლებში განხორციელებულ შეხვედრას პროექტის განმხორციელებელი ორგანიზაცია - სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტი“ და ამ პროექტის ფარგლებში გახსნილი - სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთის საინფორმაციო და სოციალური ინტეგრაციის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალის ქართული ენისა და კულტურისა და პარტნიორი ორგანიზაციის ,,მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტში" ამავე პროექტის ფარგლებში გახსნილი საინფორმაციო კვლევითი ცენტრების წარმოადგენლები ესწრებოდნენ.