ყოფილი პატიმრებისთვის ფსიქოლოგის კონსულტაციები ბორჯომშიც დაიწყო

ასოციაცია „ტოლერანტის“ მიერ განხორციელებული პროექტის „ყოფილი პატიმრების რეაბილიტაცია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“ ფარგლებში დაგეგმილი ფსიქოლოგიური კონსულტაციები ახალციხის შემდეგ ბორჯომში მიმდინარეობს.
ფსიქოლოგი, სიმონ მამულაშვილი ამ ეტაპზე ინდივიდუალურ ფსიქოლოგიურ კონსულტაციას ცხრა ყოფილ პატიმარს გაუწევს.
პროექტს „ყოფილი პატიმრების რეაბილიტაცია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“ ევროკავშირი აფინასებს.