ორიენტირება შედეგზე

პროექტი ,,ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში ინტეგრაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში” უკვე ათი თვეა რაც მიმდინარეობს.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მსგავსი პროექტის განხორციელება პირველია და შეიძლება ითქვას პილოტური. ამის გათვალისწინებით საქმიანობებიც მრავალმხრივია და ხელს უწყობს რეგიონში ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში სოციალურ ინტეგრაცია რეაბილიტაციას, მათი უფლებების დაცვას.

პროექტის ფარგლებში გადამზადებული სოციალური მუშაკები ეწვივნენ ახალციხისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტბში მცხოვრებ ყოფილი პატიმრებს ოჯახებს.
სოციალურმა მუშაკებმა აწარმოეს გამოკითხვა და გამოვლინდა, რომ ყოფილი პატიმრების უმეტესობა საჭიროებს სამედიცინო, ფსიქოლოგიურ, იურიდიულ, სოციალურ დახმარებას.
ყოფილი პატიმრების საჭიროებების გამოვლენის ერთ ერთი მთავარი კომპონენტი მათი პროფესიული გადამზადების ხელშეწყობაა. თითქმის ყველა პატიმარი არის დაუსაქმებელი. სწორედა ამ მიზნით ასოციაცია ,,ტოლერატნმა” მათ შანსი მისცა დასაქმდნენ. ახალციხის პროფესიულ კოლეჯი ,,ოპიზარში” ამ დროისთვის პროეფესიული მოსამზადებელი კურსი 22 ყოფილმა პატიმარმა გაიარა.
პროექტს ევროკავშირი აფინანსებს და ხორციელდება სამცხე ჯავახეთში არსებული ორგანიზაცია ,,ფაროსისა” და ასოცირებული პარტნიორის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დეპარტამენტის მონაწილეობით. პროექტის განხორციელების ხანგძლივობაა 18 თვე.