სოციალური მეწარმეობის ოთხ დღიანი ტრენინგი სამცხე-ჯავახეთში

25, 26, 27 ,28 აპრილს პროექტ “ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის საქართველოში” ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია "ტოლერანტი" საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად ტრენინგში „ბიზნესგეგმის შემუშავება სოციალური საწარმოსთვის“.

ტრენინგი ტარდება პროექტის „ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის საქართველოში“, ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ფონდის "ღია საზოგადოება- საქართველო” და მისი პარტნიორი ორგანიზაციების: სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის, საზოგადოება „ბილიკის“, მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის და რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტის“ მიერ.
ტრენინგის ჩატარების ადგილი: ახალციხე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი.
ტრენინგში მონაწილეობს მიღება შეუძლიათ სამცხე-ჯავახეთში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების, პროექტის პარტნიორი სკოლების და თემის წარმომადგენლებს.
ტრენინგის მონაწილეთა შერჩევა მოხდება აპლიკაციის საშუალებით
აპლიკაციებისათვის და დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია ტოლერანტის დირექტორს ცირა მესხიშვილს ტელ: 599 51 36 22