პროექტის პრეზენტაცია

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა ახალციხეში შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მათ ა(ა)იპ სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია „ტოლერანტთან“ ერთად „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამის შესახებ ისაუბრეს.
პროგრამა 2015 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, საქართველოში დაბრუნებულ რეინტეგრაციის მხარდაჭერას ახორციელებს , რომლის მიზანია საქარველოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ისეთი სერვისებით უზრუნველყოფა, რაც მათ გრძელვადიან და მდგრად რეინტეგრაციას შეუწყობს ხელს.
სახელმწიფო სარეინტეგრაციო პროგრამა შემდეგ კომპონენტებს მოიცავს:

სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების დაფინანსება, მათ შორის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია (დაფინანსება 1000 ლარის ფარგლებში);
● სოციალური პროექტების დაფინანსება (4000 ლარის ფარგლებში);
● სსიპ სოციალური მომსახურების საგენტოს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ბენეფიციართა ჩართვის ხელშეწყობა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელსაც სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.