მიგრანტების ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია ახალციხეში

„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამას ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს. მის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტებს სახელმწიფო რამდენიმე მიმართულებით დახმარებას სთავაზობს. 2016 წელს სახელმწიფო სარეინტეგრაციო პროგრამა შემდეგ კომპონენტებს მოიცავს:

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განმარტებით, პროგრამა შესაძლებლობას აძლევს მიგრანტებს, რომ მათ საკუთარ სამშობლოში უკეთ ცხოვრება შეძლონ. მიგრანტთა ხელშეწყობის პროექტს, სამინისტროსთან ერთად, სამცხე–ჯავახეთში ასოციაცია ,,ტოლერანტი“ ახორციელებს,პროექტის ფარგლებში ასოციაცია ,,ტოლერანტი“ შიდა ქართლშიც იმუშავებს.სახელმწიფო პროგრამაში ჩართვისათვის მიგრანტთა დარეგისტრირება ერთი თვის წინ დაიწყო. ამ ორი რეგიონიდან უკვე 11 ადამიანია დარეგისტრირებული. დაახლოებით 10–მა ბიზნეს კონსულტაციები მიიღო და და ახლა პროექტებს ამზადებს. ორმა სამედიცინო ერთმა კი ფსიქოლოგიური კონსულტაციები გაიარა. „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. 2015 წელს მისი ბიუჯეტი 400 000 ლარს შეადგენდა. მის ფარგლებში, სხვადასხვა სახის მომსახურება 165–მა დაბრუნებულმა მიგრანტმა მიიღო. 2016 წლისათვის დაფინანსებამ 600 000 ლარი შეადგინა. იმისათვის, რომ საქართველოში დაბრუნებული მიგრანტი პროგრამაში ჩაერთოს, იგი რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს : • პირი იყოს საქართველოს მოქალაქე და ერთ წელზე მეტი ვადით სხვა ქვეყანაში ცხოვრობდეს არალეგალურად, ან თავშესაფარი ჰქონდეს მოთხოვნილი. • გარდა ამისა, მისი საქართველოში დაბრუნებიდან არ უნდა იყოს გასული ერთი წელი.