ტრენინგ პროგრამა ,,უსაფრთხო სკოლა" ბორჯომში

9 სექტემბერს, "ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის" ფარგლებში, ასოციაცია ,,ტოლერანტის“ ორგანიზებით ბორჯომში ტრენინგი ,,უსაფრთხო სკოლა“ ჩაატარდა. ტრენინგს ესწრებოდნენ ზანავის, სოფ. აბასთუმნის, სოფ.ჩუნჩხის,ბალანთის, ახალციხის,ბაკურიანისა და ბორჯომის სკოლების პედაგოგები, დეირექტორები და მშობლები. 

აღნიშნული პროექტი 2016 წლის დასაწყისში ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო. პროექტს, ახორციელებს: ფონდი „ღიასაზოგადოება- საქართველო”,-სა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების: სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის, მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის, რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტი“-ს, და საზოგადოება „ბილიკი“-ს წარმომადგენლებისაგან შემდგარი გუნდი.