COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა-პრეზენტაცია

 

დღეს, 14 საათზე ონლაინ პლატფორმა „ZOOM-ის“ საშუალებით ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა“ პრეზენტაცია ,რომელსაც ახორციელებს „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“, ERIM-სთან პარტნიორობით.
👉👉🥰პროექტის მიზანი და ამოცანებია: კორონა ვირუსის ✅პანდემიის გამო დაზარალებული ახალგაზრდა მიგრანტების და სეზონურ სამუშაოებზე საზღვარგარეთ გამსვლელი ახალგაზრდებისთვის დახმარების გაწევა.
✅სამიზნე ბენეფიციარებისთვის ფსიქოლოგიური, სამართლებრივი და სხვა სერვისების გაწევა;
✅მიგრანტი ახალგაზრდების სწავლება და დასაქმების ხელშეწყობა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ: არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ბენეფიციარები, დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები და მედია.
პროექტს სამცხე-ჯავახეთში ახროციელებს ქვე-გრანტიორი ორგანიზაციის ,,ასოციაციაცია ,,ტოლერანტის".