ონლაინ კონფერენცია

 

28 თებერვალს ჩატარდა სამოქალაქო ენის შემსწავლელი კურსების შემაჯამებელი ონლაინ კონფერენცია, რომლის მთავარი გმირები გახლდნენ ჩვენი გამორჩეული ახალგაზრდა ლიდერები განძანის, ფოკისა და ზაკის სოფლებიდან (ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები), რომლებმაც პროექტ “ახალგაზრდული სათემო ორგანიზაციების მხარდაჭერა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში გაიარეს 3 თვიანი სამოქალაქო განათლების გაკვეთილების კურსი და საბოლოოდ კონფერენციაზე წარმოგვიდგინეს მათთვის საინტერესო თემების შესახებ ჩატარებული კვლევების პრეზენტაციები.
✅კონფერენციაზე კურსების პედაგოგებმა 👉👉ცაულინა მალაზონიამ, სალომე ლომიძემ და მაკა ანთანძემ წარმოგვიდგინეს შემაჯამებელი შედეგები - თემები, რომლებიც გაიარეს კურსების დროს და შედეგები, რომლებზეც გავიდნენ მუშაობის პროცესში.
✅ახალგაზრდა ლიდერების მიერ წარმოდგენილი თემები გახლდათ:
🔵„სტერეოტიპები და მისგან გამომდინარე ძალადობა“ (სოფელი განძანი) - სადაც პრეზენტატორებმა ისაუბრეს როგორც ზოგადად სტერეოტიპის არსზე, ასევე კონკრეტულად მათ თემში დამკვიდრებული სტერეოტიპული შეხედულებების შესახებ, ამ თემაზე ახალგაზრდებმა ჩაატარეს კვლევა მათსავე თემში, მოიყვანეს რეალური მაგალითები და სტერეოტიპებისგან გამომდინარე ძალადობების შემთხვევები, საბოლოოდ კი შემოვთავაზე სტერეოტიპებიდან გამომდინარე ძალადობის მაგალითების აღმოფხვრის პრევენციის საშუალებები;
🔵„დასაქმების პრობლემები“ (სოფელი ფოკა) - პრეზენტაციაში განხილული იყო დასაქმების პრობლემები და მათი წარმოშობის მიზეზები ფოკის თემში. ასევე ახალგაზრდებს ჰქონდათ ჩატარებული მოსახლეობის გამოკითხვა ამ თემის გარშემო და პრეზენტაციაში წარმოდგენილი ჰქონდათ გამოკითხვის შედეგები, საბოლოოდ კი, მათ შემოგვთავაზეს ამ პრობლემის მოგვარების გზები;
🔵„გენდერული თანასწორობა“ (სოფელი ზაკი) - პრეზენტაციაზე ახალგაზრდებმა ისაუბრეს გენდერული თანასწორების არსზე, მის წარმატებულ და წარუმატებელ მაგალითებზე, ასევე საქართველოში არსებულ გენდერულ უთანასწორობაზე და საკუთრივ მათ რეგიონში და მათ თემში არსებულ გენდერულ პრობლემებზე - ასევე ახალგაზრდებმა ისაუბრეს ქალთა უუფლებობის შემთხვევებსა და მათ მიზეზებზე ჯავახეთის რეგიონში და საბოლოოდ შემოგვთავაზეს პრობლემის გადაჭრის გზები;
🔵"მავნე ჩვევები" (სოფელი ზაკი) - რა არის მავნე ჩვევა, რა უარყოფითი შედეგების მომტანია ის პიროვნებისთვის, როგორ და საიდან ჩნდება მავნე ჩვევები საზოგადოებაში, საბოლოოდ კი პრეზენტატორმა მოუწოდა საზოგადოებას, რომ უარი თქვას არასწორ ჩვევებზე და შემოგვთავაზა სხვადასხვა გზა მათ დასამარცხებლად💪💪.
✅პროექტი დაფინანსებულია "ღია საზოგადოების ფონდის" მიერ.