პრეზენტაცია-ნარჩენების მართვის გეგმის მონიტორინგი

 2021 წლის 2 ივლისს, 14:00 საათზე ახალციხეში (შალვა ახალციხელის ქუჩა N3 - გუბერნიის შენობა) ჩატარდა „ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ დაფინანსებული პროექტის „ნარჩენების ეფექტური მართვა ჩვენი ჯანსაღი მომავლისათვის“ გახსნის პრეზენტაცია.

👉👉🚀პროექტის მიზნებია:
✅ნარჩენების მართვის შესრულების ხუთწლიანი სამოქმედო გეგმისა და სისტემის მონიტორინგი ახალციხის მუნიციპალიტეტში;
✅მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი პრობლემების/საჭიროებების ადვოკატირება ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფების ჩართულობით;
✅მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით ნარჩენების მართვის შესახებ საგანმანათლებო-საინფორმაციო ღონისძიებების განხორციელება.pre1
🖇პროექტის სამიზნე არეალი 🌍 🛣
📌ახალციხის მუნიციპალიტეტი.
👥👥პრეზენტაციას ესწრებოდნენ:
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, სოფლების რწმუნებულები და დეპუტატები, არასამთავრობო სექტორი და ადგილობრივი მედია.