ონლაინ სემინარი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით

 

🗣📣📣25 სექტემბერს ასოციაცია ტოლერანტმა ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation მიერ დაფინანსებული პროექტის "ახალგაზრდული სათემო ორგანიზაციების მხარდაჭერა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში" ფარგლებში, გამართა შეხვედრა ნიუ-იორკის მაიმონდის ჰოსპიტალში მოღვაწე ქართველ ექიმთან ქალბატონ ნანა გეგეჭკორთან👩‍🔬🩺, რომელსაც ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდები, მასწავლებლები და მოსახლეობა ესწრებოდა.
🦠🦠ქალბატონმა ნანამ დამსწრე საზოგადოებასთან სამიზნე მუნიციპალიტეტების მოსახლეობისთვის გასაგებ ენაზე ისაუბრა კოვიდ პანდემიის შესახებ და დეტალურად აღუწერა კოვიდის კლინიკური სურათი და მისი გამოწვევები და შედეგები, რომელთა წინაშეც ადამიანები დგანან.
👉👉💉💉💉ასევე, რაც მთავარია, ქალბატონმა ნანამ დეტალურად ისაუბრა ვაქცინაციასა და მის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე კაცობრიობისთვის. მან მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდა დამსწრე საზოგადოებას საქართველოში არსებული ვაქცინების შესახებ. სემინარი გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში და თითოეულ გაჟღერებულ კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა ნანა ექიმის მხრიდან!
🖇✅"როდესაც ფიქრობთ აიცრათ თუ არა, დაფიქრით იმაზე თუ პირველი ვინ აიცრა - ესენი არიან სამყაროს ყველაზე ჭკვიანი ნაწილი: ექიმები და მასწავლებლები (ამერიკაში მათ აბსოლუტური უმრავლესობა აცრილია) და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება" - განაცხადა ქალბატონმა ნანამ სემინარის მსვლელობისას
🔴ღონისძიების დასასრულს ღია საზოგადოების ფონდის წარმომადგენელმა ქ-ნმა ნინო კიკნაველიძემ Nino Kiknavelidze მონაწილეებს დახმარება აღუთქვა და განაცხადა, რომ ფონდის მიერ უკვე გამოცემული ორენოვანი (ქართულ-სომხური) ბუკლეტები გადაეცემა ასოციაცია ტოლერანტს ინფორმაციის შემდგომი გავრელებისთვის📇📋
👉🙇‍♀️🙇და ბოლო, გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ ნანა ექიმს, რომელიც მყისიერად გამოეხმაურა ჩვენს შეტყობინებას და დაგვთანხმდა ვერბინარზე მონაწილეობაში, რაც მთავარია თავისი დატვირთული გრაფიკის მიუხეავად დაგვითმო თავისუფალი დრო შეხვედრისთვის.
P.S. გვინდა ავღნიშნოთ, რომ შეხვერას მოსალოდნელზე დიდი გამოხმაურება ჰქონდა მოსახლეობის მხრიდან, რის გამოც მაქსიმალურად შევეცდებით მსგავსი შეხვედრები კვლავ ჩავატაროთ და ვაქცინაციის წახალისების მიზნით ინფორმაცია გაგავრცელოთ მოსახლეობაში მათთვის სასურველ ენაზე‼️