შეხვედრა მარნეიულში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 

11 ოქტომბერს ახალგაზრდული სათემო ორგანიზაციების ლიდერები გამოცდილების გაზიარების, ახალი იდეებისა და შესაძლო პარტნიორების გაცნობის მიზნით შეხვდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქმედ გამოცდილ სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
👤✅ორგანიზაცია "ახალი აზროვნების ინსტიტუტის" დამფუძნებელმა ქამრან აფანდიევმა დეტალურად ისაუბრა თავისი ორგანიზაციის დაარსების საინტერესო ისტორიის შესახებ, მათ მიერ განხორციელებული აქტივობებისა და ამ აქტივობების განხორციელების გზების თაობაზე. შეხვედრაზე მარნეულში მოქმედმა ორგანიზაციებმა ისაუბრეს პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე, რომლებსაც ისინი ჩამოყალიბების პროცესში აწყდებოდნენ.
🔵🖇შეხვედრის მეორე ეტაპზე ახალქალაქისა და ნინოწმინდის ახალგაზრდულმა სათემო ორგანიზაციების ლიდერებმა პრეზენტაციის სახით წარუდგინეს ახლად დაარსებული სათემო ცენტრები, მათ დამფუძნებლები, სასოფლო თემები და ამ სოფლებში არსებული პრობლემები თავი შეხვედრის სტუმრებს და დეტალურად ესაუბრნენ თავიანთი სოფლების, მათი პრობლემებისა და სამომავლო მიზნების შესახებ. შეხვედრა მიმდინარეობდა ინტერაქტიული ფორმატით, რისი წყალობითაც ჩვენს ახალგაზრდებს არ დარჩენიათ პასუხ გაუცემელი კითხვები.
👉👉იმედს გამოვთქვამთ, რომ შეხვედრა ერთჯერადი არ იქნება და ჩვენი აქტიური ახალგაზრდები ბევრ წარმატებულ პარტნიორულ პროექტებს განახორციელებენ მარნეულის სათემო ორგანიზაციებთან ერთად‼️
🔗🗯შეხვედრა გაიმართა პროექტ ,,ახალგაზრდული სათემო ორგანიზაციების მხარდაჭერა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებშის" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation-ს მიერ.