22 აპრილი დედამიწის დღეა

 

111
 "ტოლერანტის" პროექტი "ნარჩენების ეფექტური მართვა ჩვენი ჯანსაღი მომავლისთვის" კი სწორედ დედამიწის კეთილდღეობისთვის დაიგეგმა და ხორციელდება. პროექტის ფარგლებში ახალციხის მუნიციპლიტეტის მერიასთან და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად დაიგეგმა ღონისძიება სახელწოდებით:
♻️🌍
"გაუფრთხილდი დედამიწას , დაიცავი სახლი, სადაც შენ ცხოვრობ❗️"
ღონისძიებას შემოუერთდნენ შემდეგი დაწესებულებები:
✅ ახალციხი მე–2 საჯარო სკოლა;
✅ ახალციხის მე–3 საჯარო სკოლა;
✅ ახალციხის მე–6 საჯარო სკოლა;
✅ ახალციხის მე–7  საჯარო სკოლა;
✅ ორგანიზაცია "ტალიტა კუმი";
✅ ახალციხის სამხატვრო სკოლა'
✅ "ვართქეზ სურენიანცის სახელობის საგანმანათლებლო ცენტრი".
ღონისძიებაში ჩართულმა სკოლებმა და ორგანიზაციებმა გამოფენისთვის გამოიტანეს მეორეული ნივთებისგან შექმნილი ულამაზესი ნაკეთობები, მოეწყო ნახატების გამოფენა. მოეწყო ახალციხის მე–3 საჯარო სკოლის პედაგოგის ნარინე პოღოსოვას მიერ მეორეული ნივთებისგან შექმნილი უნიკალური ხელნაკეთიკაბების დეფილე. ღონისძიების მსვლელობისას გაიმართა ხატვის კონკურსი, სადაც ხატვის მოყვარულმა ახალგაზრდებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით შექმნეს ნახატები🖼. 👉👉გვინდა ავღნიშნოთ, რომ ნახატების ავტორებმა იმდენად საინტერესო და ორიგინალური ნამუშევრები წარმოადგინეს, რომ თითოეული კონკურსანტი დაჯილდოვდა🎖, ვინაიდან შერჩეულმა ჟიურიმ ვერ შეძლო გამარჯვებულის გამოვლენა, რაც თავისებურად სიმბოლურიცაა – 🌍დედამიწის მოფრთილებისთვის გამართულ "შეჯიბრებაში" თითოეული ადამიანი გამარჯვებულია❗️❗️❗️
🗯ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდა ასოციაცია "ტოლერანტის" მიერ გამოცხადებული სლოგანების კონკურსის გამარჯვებულები:
♻️"შევქმნათ გარემო ნარჩენების გარეშე!"
♻️"ნარჩენების მართვა საერთო პასუხისმგებლობაა"
♻️"იყავი მაგალითი, გაუფრთხილდი ბუნებას"
♻️"ერთ დღეში ბუნებას ვერ გადაარჩენ!"
🖇ღონისძიება გაიმართა ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation-ის მიერ დაფინანსებული პროექტის "ნარჩენების ეფექტური მართვა ჩვენი ჯანსაღი მომავლისთვის" ფარგლებში.
👉👉P.S. ასოციაცია "ტოლერანტის" გუნდი განსაკუთრებულ მადლობას უხდის პროექტში ჩართულ ძალიან აქტიურსა და კრეატიულ ახალგაზრდა მოხალისეებს💁‍♀️🧍‍♀️: ანა ბერიძეს, ნინი გიორგაძეს, თათია ნადირაძეს, ასმათი გოზალიშვილს, დიანა დანიელიანსა და თამუნა თათოშვილს🥰.
11212211221222111221211122221111222112222121112121212121111111111111