პარასკევი, 19 აპრილი 2024

მთავარი

მიგრანტებისთვის ხელსაწყოების შეძენა დაიწყო...

პროექტის ,,covid 19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა" ფარგლებში, მიმდინარეობს ბენეფიციარებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენა.
💅💅მანიკურისა და პედიკურის შემსწავლელი კურსების პარალელურად ბენეფიციარისთვის შეძენილ იქნა სახელობო ხელსაწყოები.
პროექტს ახორციელებს „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“, ERIM-სთან პარტნიორობით.

 

,,ეროვნულ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესი - მიღწევები და გამოწვევები"

 

ასოციაცია ,,ტოლერანტის" ორგანიზებით პროექტის ,,ახალგაზრდული სათემო ორგანზიაციების მხარდაჭერა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში, პლატფორმა ზუმის საშუალებით ჩატარდა ონლაინ სემინარი თემაზე ,,ეროვნულ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესი - მიღწევები და გამოწვევები". სემინარს უძღვებოდა სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი ქალბატონი იზაბელა ოსიპოვა.
✅ქალბატონმა ბელამ, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მცხოვრებ ახალგაზრდებს მიაწოდა ინფორმაცია სახალხო დამცველთან არსებული უმცირესობათა საბჭოს მისიიის, მიზნებისა და ეთნიკური უმცირესობების დაცვის საკითხებში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით. სემინარი წარიმართა კითხვა პასუხის რეჟიმში. ახალგაზრდები დაინტერესდნენ სახელმწიფოს მიდგომებითა და სტრატეგიით უმცირესობების ინტეგრაციისა და ჩართულობის საკითხებში.
👥👥სემინარს ესწრებოდნენ: ლიდერი ახალგაზრდების ჯგუფი.
პროექტი დაფინანსებულია „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“-ს მიერ.

 

ონლაინ კონფერენცია

 

28 თებერვალს ჩატარდა სამოქალაქო ენის შემსწავლელი კურსების შემაჯამებელი ონლაინ კონფერენცია, რომლის მთავარი გმირები გახლდნენ ჩვენი გამორჩეული ახალგაზრდა ლიდერები განძანის, ფოკისა და ზაკის სოფლებიდან (ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები), რომლებმაც პროექტ “ახალგაზრდული სათემო ორგანიზაციების მხარდაჭერა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში გაიარეს 3 თვიანი სამოქალაქო განათლების გაკვეთილების კურსი და საბოლოოდ კონფერენციაზე წარმოგვიდგინეს მათთვის საინტერესო თემების შესახებ ჩატარებული კვლევების პრეზენტაციები. ვრცლად: ონლაინ კონფერენცია

თემის საჭიროებების გამოვლენა და რანჟირება

 

ასოციაცია ,,ტოლერანტის" ორგანიზებით, პროგრამა ზუმში 6-7 თებერვალს ჩატარდა ონლაინ ტრენინგი თემაზე ,,თემის საჭიროებების გამოვლენა და რანჟირება".
🔹ტრენინგს უძღვებოდა გამოცდილი ტრენერი, ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი "ინტელექტის" წარმომადგენელი ლევან გობაძე, რომელმაც პროექტში ჩართულ ახალგაზრდებს ასწავლა თუ როგორ უნდა მოხდეს თემში არსებული პრობლემების კვლევა, როგორ ჩაატაროს მკველარმა რანჟირების მეთოდი, რა არის ანკეტა და როგორ ხდება მისი შედგენა და როგორ უნდა გამოვავლინოთ პრიორიტეტები.
👉👉ტრენინგი ჩატარდა პროექტის “ახალგაზრდული სათემო ორგანიზაციების მხარდაჭერა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ღია საზოგაოების ფონდის მიერ.

 

ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები

 პროექტის ,,covid19- სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა" ფარგლებში, ასოციაცია ტოლერანტმა დაიწყო სამიზნე ბენეფიციარების, მიგრანტებისა და სეზონურად წამსვლელი ახალგაზრდებისთვის ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები. კურსების მიზანია მსურველი ბენეფიციარებისთვის სასაუბრო ინგლისურის შესწავლა და შემდგომ საჭიროებისამებრ დასაქმებისთვის ან უცხოელ ტურისტებთან ურთერთობების დასამყარებლად

 

აქტიური მოქალაქე, აქტიური თემი

 

23-24 იანვარს ასოციაცია ტოლერანტმა ჩაატარა ღია საზოგადოების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის "ახალგაზრდული სათემო ორგანიზაციების მხარდაჭერა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებშის" ეგიდით დაგეგმილი ტრენინგი თემაზე "აქტიური მოქალაქე, აქტიური თემი". ტრენინგს უძღვებოდა ორგანიზაცია "დემოკრატ მესხთა კავშირის" გამოცდილი ტრენერი გიორგი ანდღულაძე.
✅ ტრენინგი ჩატარდა სამიზნე თემებში შერჩეული ახალგაზრდა ლიდერების მომზადების ფარგლებში და წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, რათა მონაწილე ახალგაზრდებამდე მაქსიმალურად მისულიყო ტრენინგის მსვლელობისას განხილული საკითხები.
🔴 ტრენინგის მსვლელობის პერიოდში მონაწილე ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს შეესწავლათ თავიანთი სოფლების საჭიროებები და ამ საჭიროებების რეალურად განხორციელების ადვოკატირების გზები.

 

სემინარი-ქალები საზოგადოებრივ საქმიანობაში

 

ასოციაცია ტოლერანტი აგრძელებს ტრენინგებისა და სემინარების ციკლს ღია საზოგადოების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის "ახალგაზრდული სათემო ორგანიზაციების მხარდაჭერა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებშის" ფარგლებში.
🟣 სემინარი ჩატარდა 2021 წლის 29 იანვარს თემაზე "ქალები საზოგადოებრივ საქმიანობაში", რომელსაც უძღვებოდა ქალთა ფონდი "ტასოს" გენერალური დირექტორი მარინა თაბუკაშვილი.
🟢 ლექცია-სემინარი წარიმართა ინტერაქტიული ფორმატით, კითხვა-პასუხის რეჟიმში და განიხილვა მოხდა ყველა ის სიტუაცია და კითხვა, რომელიც დამსწრე ახალგაზრდებს ჰქონდათ აღნიშნული თემის გარშემო.

 

მიგრანტებისთვის

 

თუ ხარ კორონა ვირუსუს პანდემიის გამო საქართველოში დაბრუნებული მიგრანტი ან საქართველოს ფარგლებს გარეთ სეზონურად დასაქმებული, მაშინ ეს ტრენინგი შენთვისაა
👈👈პროექტის "კოვიდ 19 - სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობის" ფარგლებში 4-5 თებერვალს ჩატარდება ონლაინ ტრენინგი თემაზე "ისწავლე და თავად დაწერე ბიზნეს გეგმა".
რას მიიღებთ ტრენინგის შედეგად❓❗️
🔸ისწავლით ბიზნეს გეგმის დაწერას;
🔸დაწერთ, წარმოადგენთ და განიხილავთ თქვენივე ბიზნეს გეგმას;
🔸მოგეხმარებით ბიზნეს გრანტების კონკურსებზე ელექტრონული განაცხადის სწორად შევსებასა და წარდგენაში.
👉📞ტრენინგზე დასწრების მსურველები დაგვიკავშირდით ასოციაცია ტოლერანტის ფეისბუქ გვერდზე ან საკონტაქტო ნომრებზე: 0365220586; 551294050; 599513622.

 

ტრენინგი-ურთიერთშორისი ურთიერთობის მართვა

 

2020 წლის 26 დეკემბერს პროექტის "ახალგაზრდული სათემო ორგანიზაციების მხარდაჭერა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებშის" ფარგლებში ასოციაცია ,,ტოლერანტის" ორგანიზებით ონლაინ პლატფორმის რეჟიმში, ჩატარდა ტრენინგი თემაზე ,,ურთიერთშორისი ურთიერთობის მართვა".
პროექტი დაფინანსებულია ღია საზოგადოების ფონდის მიერ.

 

ქართული ენის კურსები-ახალქალაქსა და ნინოწმინდაში

 

2020 წლის 1 დეკემბრიდან ასოციაცია ტოლერანტმა დაიწყო ქართული ენის სამ თვიანი სასწავლო კურსები🤗🤗, რომელიც მიმდინარეობს პროექტ "ახალგაზრდული სათემო ორგანიზაციების მხარდაჭერა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებშის" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ღია საზოგადოების ფონდის მიერ.
🟣👉👉 სასწავლო კურსები მიზნად ისახავს პროექტის ფარგლებში შერჩეული ახალგაზრდა ლიდერებისთვისა და სამიზნე სოფლებში მცხოვრები ნებისმიერი მსურველისთვის სამოქალაქო განათლების ტერმინოლოგიის სწავლებას. 📚📖 კურსების მსვლელობის პერიოდში ახალგაზრდები შეისწავლიან ისეთი სიტყვების განმარტებებს, რომლებიც მათ მომავალში გამოადგებათ ქართულ ენაზე კომუნიკაციის უკეთ დამყარებაში, ასევე პროექტებისა და პრეზენტაციების მომზადებასა და აუდიტორიის წინაშე ქართულ ენაზე წარდგომაში.