„ კეჩხობი - 2012“ საზეიმოდ დაიხურა

7 აგვისტოს საზაფხულო ინტეგრაციული ბანაკი - ,,კეჩხობი 2012" საზეიმოდ დაიხურა. ოზურგეთის, სამტრედიის, ახალციხის, ადიგენის მუნიციპალიტეტებიდან, თბილისიდან და აზერბაიჯანის რაიონებიდან სულ 48 ბავშვმა ორი კვირის მანძილზე პროექტის „რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება თვითრეპატრიაციის პრევენცია“ ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტ დაბა კეჩხობში დაისვენა.
სხვადასხვა ღონისძიებებით; სპორტული და ინტელექტუალური შეჯიბრებებით, ლაშქრობებით, ექსკურსიებით, რომელიც ახალციხის ციხეზე და ბორჯომის ეროვნულ პარკში მოეწყო, ცეკვისა და მუსიკის გაკვეთილებით დატვირთულმა ორმა კვირამ ბავშვები ერთმანეთთან დაახლოვა და დაამეგობრა.

„ბანაკმა ხელი შეუწყო მათ ინტეგრაციას და დამეგობრებას. მათ ერთმანეთს სიმღერები ცეკვები და ლექსები შეასწავლეს, გასული ორი კვირა მხიარული და ნაყოფიერი იყო. ბავშვები ტკბილი მოგონებებით მიდიან სახლებში “,-თქვა ბანაკის ხელმძღვანელმა ნანა ნათენაძემ.
ბავშვების დიდი ნაწილი ბანაკში პირვლად ისვენებდა. მიუხედავად ამისა ბანაკის წესები და დისციპლინა მათთვის მისაღები და სახალისო აღმოჩნდა.
„ყოველთვის ვოცნებობდი ბანაკში დამესვენა. ძალიან მომწონს აქაურობა. ბევრი მეგობარი შევიძინე. გული მწყდება რომ ყველაფერი დასრულდა და ხვალ სახლში მივდივარ“,- თქვა აზერბაიჯანელმა მეჰრალი ასლანოვმა.
„კეჩხობი 2012“-მიძღვნილი ღონისძიებას კეჩხობის სხვა დამსვენებლებიც ესწრებოდნენ. ქართული და აზერბაიჯანული ტრადიციული ცეკვები, სიმღერები, ლექსები, ფორტეპიანინოსთან შესრულებული მუსიკალური ნომერები, ინტეგრაციის თემაზე დადგმული მინი სპექტაკლი - სცენაზე წარნოდგენილი ნომრები ემოციური იყო. წარმოდგენის ბოლოს აზარბაიჯანლმა, ახალციხელმა, იანეთელემა და ნასაკირელმა ბავშვებმა სიურპრიზად შემონახული ჰიმნი „კეჩხობი - 2012 “ შეასრულეს. დასასრულს ასოციაცია „ტოლერანტის“ წარმომადგენლება ბავშვებს სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.