Copyright 2017 - Created by Tamar Samsonidze

მოითხოვეთ ,,ჩვენი ოსტატი“ და ჩვენ დაგეხმარებით!
სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ასოციაცია „ტოლერანტმა“ დაიწყო სოციალური პროექტის განხორციელება “ჩემი ოსტატი“. პროექტის მიზანია ქ. ახალციხეში მცოვრებ მოსახლეობას შესთავაზოს კომუნალური სერვისები. ელექტროობა:(ჭაღის მონტაჟი/შეკეთება,პატრონას მონტაჟი/შეკეთება,როზეტის ან ჩამრთველის მონტაჟი/შეკეთება,ელ.ავტომატის შეცვლა,ბრის ან სანათის მონტაჟი/ შეკეთება, დენის, ტელეფონის ან ტელევიზორის კაბელის გაყვანა,ელ დაზიანების შეკეთება);უნივერსალური სამუშაოები (შუშის/სარკის მონტაჟი, კარ-ფანჯრის შეკეთება, ჩაკეტილი კარის გაღება, კარზე საკეტის შეცვლა, ავეჯის შეკეთება-აწყობა, კარზე ზარის დაყენება, კარნიზის და პლინტუსისი მონტაჟი, თაროს/სურათის/ბილბორდის მონტაჟი, ბაკის/ატმორის მონტაჟი-შეკეთება, ბაკის/ატმორის მონტაჟი-შეკეთება); სანტექნიკა: (ონკანის ან ნიჟარის მონტაჟი/შეკეთება, წყლის ჩამრეცხი მექანიზმის მონტაჟი/შეკეთება,საშხაპე კაბინის,უნიტაზის ან ჯაკუზის შეკეთება,სიფონის ან დრეკადი მილების მონტაჟი წყლის მილის შეკეთება,სარეცხი მანქანის,საშრობის ან აბაზანის გარნიტურის მონტაჟი); ასევე: საათობრივი ძიძა პატარებისთვის, საათობრივი მომვლელი მოხუცებისთვის და დამხმარე დამლაგებელი.

(პროექტიდან მიღებული შემოსავალი მომხარდება, პროექტში დასაქმებულ შშმ პირებსა და ახალგაზრდა სპეციალისტებს) 
დაგვიკავშირდით ნომერზე: 220586; 574071153

„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში , სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტი“ სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს შემდეგ სერვისებს თავაზობს:
• სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების დაფინანსება; 
• ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია;

7 სექტემბერს, ,,საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარება“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოციალური პროექტების კონკურსის პირველ ეტაპზე გამოვლენილი გამარჯვებული მიგრანტებისთვის ბიზნეს ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგს ასოციაცია ,,ტოლერანტის“ თანამშრომელი ქ-ნი ლია ზედგინიძე უძღვებოდა.
ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეებისთვის ბიზნეს-საქმიანობის ეფექტური წარმართვისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტების, საჭირო უნარ-ჩვევების, აუცილებელი ცოდნისა და ინფორმაციის გადაცემა, რაც მათ დაეხმარებათ საქმიანობის უკეთ წარმართვაში.კერძოდ მიღებული ცოდნა დაეხმარება მათ:
• გამოავლინონ ბიზნესის ძლიერი და სუსტი მხარეები;

ასოციაცია ,,ტოლერატი“ პროექტის ,,საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარება“ ფარგლებში, საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩამოსულ მიგრანტებს სხვა სერვისებთან ერთად თავაზობს სოციალური პროექტების დაფინანსებას მცირე ბიზნესის დაწყებისა და სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებისთვის, რომლის პირველი ეტაპის განხილვაც 24 აგვისტოს დასრულდა.

 

 

 

 

 

 

სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტი" პროექტის ,,საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარება“ ფარგლებში აგრძელებს ემიგრანტების რეგისტრაციასა და მათთვის მომსახურეობების გაცნობა/შეთავაზებას.

25 აგვისტოს ქ. გორში „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში“ და ქარელის რაიონის სიფელ რუისში , გაიმართა პროექტ „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პრეზენტაცია. საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და სწორედ ამიტომ 2015 წლიდან სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად სახელმწიფო ბიუჯეტიდან, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების განსახორციელებლად, თანხა გამოიყოფა. აღნიშნული მიმართულებით, 2016 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 600 ათასი ლარი დაიხარჯება.

9 სექტემბერს, "ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის" ფარგლებში, ასოციაცია ,,ტოლერანტის“ ორგანიზებით ბორჯომში ტრენინგი ,,უსაფრთხო სკოლა“ ჩაატარდა. ტრენინგს ესწრებოდნენ ზანავის, სოფ. აბასთუმნის, სოფ.ჩუნჩხის,ბალანთის, ახალციხის,ბაკურიანისა და ბორჯომის სკოლების პედაგოგები, დეირექტორები და მშობლები. 

აღნიშნული პროექტი 2016 წლის დასაწყისში ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო. პროექტს, ახორციელებს: ფონდი „ღიასაზოგადოება- საქართველო”,-სა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების: სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის, მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის, რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტი“-ს, და საზოგადოება „ბილიკი“-ს წარმომადგენლებისაგან შემდგარი გუნდი.

,,ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის საქართველოში" ფარგლებში, ვარძიაში ტრენინგ პროგრამა „უსაფრთხო სკოლა“ ჩატარდა. ტრენინგს ესწრებოდნენ: ნინოწმინდის,ტურცხის, ზაკის, კოთელიის,გორელოვკის, ოშორისა და დამალის სკოლის მასწავლებლები და მშობლები.
ტრენინგ პროგრამის კონცეფცია და დიზაინი შემუშავდა ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ (ფონდი) და „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ (CDI) მიერ 2016 წლის აპრილ-მაისის პერიოდში.

იხ.მასალა

 

f t g