შეხვედრა ბიზნეს სექტორთან
- კატეგორია: მთავარი
- გამოქვეყნებულია: ორშაბათი, 30 მაისი 2022 11:34
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2707
პროექტის "ნარჩენების ეფექტური მართვა ჩვენი ჯანსაღი მომავლისთვის" ფარგლებში 17 მაისს ასოციაცია "ტოლერანტის" ოფისში მრგვალი მაგიდის ფორმატში მოეწყო შეხვედრა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.
შეხვედრის პროცესში გაიმართა მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება შეგროვდეს და დახარისხდეს ბიზნესის მიერ (განსაკუთრებით სასტუმრო-რესტორნების ბიზნესების მიერ) წარმოქმნილი ნარჩენები.
დისკუსიის შემდეგ, დამსწრე საზოგადოებას Biodiesel Georgia • ბიოდიზელი ჯორჯია-ს წარმომადგენელი ბატონი მურმან პატარაია ესაუბრა კომპანიის საქმიანობის სფეროსა და მისია/მიზნების შესახებ, რაც განახლებადი, ეკო-მეგობრული საწვავის - ბიოდიზელის წარმოებას გულისხმობს. ბიოდიზელ ჯორჯიას ქარხანა გადაამუშავებს მეორეულ (გამოყენებულ) მცენარეულ ზეთებს, როგორც ბიოდიზელის საწარმოო ნედლეულს. კომპანიას უკვე შეგროვებული აქვს თითქმის მილიონ ლიტრამდე მეორეული ნარჩენი ზეთი, რომლისგანაც აწარმოა 500 ტონა ლიტრი ოდენობის ბიოდიზელი, რისი წყალობითაც დაიზოგა ათას ტონაზე მეტი ნახშირორჟანგის ემისია ატმოსფეროში