სათემო ორგანიზაციების გაძლიერება
- კატეგორია: განხორციელებული პროექტები
- გამოქვეყნებულია: სამშაბათი, 05 აპრილი 2022 09:46
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 1838
პროექტი "საქართველოში არსებული უნიკალური ტყეების კონსერვაცია დაცული ტერიტორიების დაარსების გზით"
დაცული ტერიტორიები - ბიოლოგიური მრავალფეროვნების, ბუნებრივი რესურსების და ბუნებრივი მემკვიდრეობისთვის განკუთვნილია განსაკუთრებული მნიშვნელობის ტერიტორიები, რომელთა უმთავრესი მიზანი სწორედ უნიკალური ბუნების დაცვა-შენარჩუნებაა.
პროექტის განმსაზღვრელი სამცხე-ჯავახეთში ასოციაცია ,, ტოლერანტია "
2010 წლის დეკემბრიდან სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტი" ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის" პრევენცია.
პროექტის ძირითადი მიზანი
2012 ნოემბრიდან სამცხე - ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტი" ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტს „ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში ინტეგრაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა სამცხე - ჯავახეთის რეგიონში “, რომლის მიზანია სამცხე - ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში ინტეგრაცია, სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი უფლებების დაცვა და საზოგადოებაში ნდობის ამაღლება.
პროექტის განხორციელების ვადები : 2012 წლის ნოემბერი - 2014 წლის აპრილი
პროექტის ასოცირებული პარტნიორი: საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი.
პარტნიორი: სამცხე - ჯავახეთის ორგანიზაცია კავშირი ,,ფაროსი“.
ვრცლად: „ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში ინტეგრაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა სამცხე - ჯავახეთის...პროექტის ხანგრძლივობა: 2007 – 2009
დონორი ორგანიზაცია: ევროკავშირი
პროექტის ფარგლებში:
გამოვიდა ყოველთვიური გაზეთი „ფესვები“, რომელიც საზოგადოებას აწვდიდა ინფორმაციას ,,ტოლერანტის“ საქმიანობის, რეპატრიანტთა ცხოვრების, მათთვის საჭირო და აქტუალური საკითხების შესახებ;
მომზადდა და უმოკლეს ვადებში დაიბეჭდა საინფორმაციო–პოპულარული ხასიათის ნაშრომი „მესხეთის სახელოვანი შვილები“ ქართულ და რუსულ ენებზე. წიგნი დაეხმარება რეპატრიანტებს საკუთარი იდენტობის უკეთ გააზრებაში, რაც თავის მხრივ, ქართულ საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების სერიოზული წინაპირობაა.
ვრცლად: ,,მესხ რეპატრიანტთა უფლებების დაცვა – დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა საქართველოში“პროექტის ხანგრძლივობა: 2006 – 2007
დონორი ორგანიზაცია: ფონდი ,,ღია საზოგადოება - საქართველო“
პროექტის ფარგლებში: ახალციხისა და სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთის მე–9 უბნის რეპატრიანტებისათვის გაიხსნა ქართული ენის შემსწავლელი კურსები, სადაც ქართული ენის სპეციალური პროგრამა გაიარეს სხვადასხვა ასაკის ადამიანებმა;
ისტორია–მხარეთმცოდნობის კურსებზე მსმენელები გაეცვნენ საქართველოსა და მისი კუთხის – მესხეთის ისტორიას. განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს უფროსი ასაკის რეპატრიანტებმა;
ვრცლად: ,,გზა ინტეგრაციისკენ“პროექტის ხანგრძლივობა: 2006 – 2007
დონორი ორგანიზაცია: ევროკავშირი
პროექტის ფარგლებში:
ჩატარდა ტრენინგები ადამიანის უფლებათა დაცვის თემაზე
მომზადდა სამი სატელევიზიო სიუჟეტი რეპატრიანტთა ყოფის შესახებ;
ქართული ხალხური ცეკვის შემსწავლელ კურსებზე რეპატრიანტებმა შეისწავლეს რამდენიმე ცეკვა, რაც წარმოადგინეს იანეთსა და ახალციხეში გამართულ ღონიძიებებზე.
ვრცლად: „რეპატრიაციიდან – ინტეგრაციამდე“პროექტის ხანგრძლივობა: 2005 – 2006
დონორი ორგანიზაცია: ევროკავშირი
პროექტის ფარგლებში: სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთის მესხთა დასახლების საბაზო სკოლაში გარემონტდა და სათანადო ტექნიკით აღიჭურვა ოფისი;
ახალციხისა და იანეთის მესხთა დასახლებაში ერთი წლის განმავლობაში მოწვეული კვალიფიციური სპეციალისტების მიერ ჩატარდა 16 ტრენინგი და სემინარი ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა სამოქალაქო განათლება, ქალთა უფლებები, კონფლიქტების მართვა, გენდერი, მისი არსი და სხვა;
ვრცლად: ,,მესხ რეპატრიანტთა საზოგადოებრივი ინტეგრაციის ცენტრი“პროექტის ხანგრძლივობა: 2004 წელი
დონორი ორგანიზაცია: ,,მერსი ქორი“
პროექტის ფარგლებში:
უნარშეზღუდული ობოლი, ხელმოკლე, აფხაზეთიდან ლტოლვილი, აფხაზეთში დაღუპული მეომრების ბავშვებისა და დაბრუნებული მაჰმადიანი მესხების ოჯახების შვილებისათვის გაიხსნა საგანმანათლებლო კურსები;
ინგლისური, გერმანული და რუსული ენების, კომპიუტერული ტექნოლოგიების შემსწავლელი კურსები გაიარეს სასკოლო ასაკის მსმენელებმა;
მოეწყო ექსკურსიები მხარის ისტორიული ძეგლების გასაცნობად;
გამოიცა საბავშვო საინფორმაციო ბიულეტენი , რომელმაც როგორც ბავშვებს, ისე რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნო „ტოლერანტის“ საქმიანობა, მოსწავლეთა ნააზრევი და განცდები, მათი სურვილები.
2012 წლის იანვრიდან სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტი" ევროკავშირის ხელშეწყობითა და დაფინანსებით ახორციელეს პროექტს ,,პირობითი მსჯავლდებული (პრობაციონერი) ახალგაზრდების უფლებების დაცვა, მათი საზოგადოებაში რესოციალიზაციის ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში" პროექტის მიზანია: სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ახალგაზრდა პირობით მსჯავლდებულთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში რესოციალიზაცია-მათი სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების, პროფესიული სწავლების, დასაქმების,სოციალური და ყოფითი პრობლემების გადაჭრისა და გაუმჯობესების ხელშეწყობის გზით. პროექტის ვადები და მოქმედების არეალი: 2012-2013 წ.წ, სამცხე-ჯავახეთი პარტნიორები: • *სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი; • *არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების ეროვნული სააგენტო.