ხუთშაბათი, 26 დეკემბერი 2024

,,ტრამვირებულ ბავშვთა საზოგადოებრივი ინტეგრაციის ცენტრი“

პროექტის ხანგრძლივობა: 2004 წელი

დონორი ორგანიზაცია: ,,მერსი ქორი“ 

პროექტის ფარგლებში:

უნარშეზღუდული ობოლი, ხელმოკლე, აფხაზეთიდან ლტოლვილი, აფხაზეთში დაღუპული მეომრების ბავშვებისა და დაბრუნებული მაჰმადიანი მესხების ოჯახების შვილებისათვის გაიხსნა საგანმანათლებლო კურსები;

ინგლისური, გერმანული და რუსული ენების, კომპიუტერული ტექნოლოგიების შემსწავლელი კურსები გაიარეს სასკოლო ასაკის მსმენელებმა;

მოეწყო ექსკურსიები მხარის ისტორიული ძეგლების გასაცნობად;

გამოიცა საბავშვო საინფორმაციო ბიულეტენი , რომელმაც როგორც ბავშვებს, ისე რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნო „ტოლერანტის“ საქმიანობა, მოსწავლეთა ნააზრევი და განცდები, მათი სურვილები.