ხუთშაბათი, 26 დეკემბერი 2024

არქივი

მოხალისე ,,ტოლერანტში“

სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია ,,ტოლერანტში” ,,მშვიდობის კორპუსის” მოხალისე უკვე მუშაობს.
18 ივლისს კელი გალლაგერი ასოციაცია ,,ტოლერანტში“ გამოცხადდა და მუშაობას შეუდგა. (კელი გალლაგერი ვაშინგტონში ,,უნივერსიტეტის ქალთა ამერიკული ასოციაციის” პროგრამის უფროს ოფიცრად მუშაობდა. ის სხვადასხვა დროს განსხვავებულ ამერკული ორგანიზაციებში იყო დასაქმებული და დიდი გამოცდილება აქვს არასამთავრობო სექტორში საქმიანობის).
ორი წლის განმავლობაში კელი გალლაგერი ახალციხეში იცხოვრებს და პროფესიულ გამოცდილებას ასოციაცია ,,ტოლერანტს’’ მოახმარს.
ინტერვიუს ,,მშვიდობის კორპუსის“ მოხალისესთან ასოციაცია ,,ტოლერანტი“ უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.

27 ივლისი - ერთი დღე ბანაკის ცხოვრებიდან

img 2551საზაფხულო ინტეგრაციულ ბანაკში მჩქეფარე დღეები დაიწყო. 27 ივლისს, დილით, საუზმის შემდეგ, 60 მოზარდს თეთრი მაისურები და კეპები დაურიგდათ, რომელიც სპეციალურად ბანაკისთვის დამზადდა.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა კეჩხობში რეპატრირებული მესხი ბავშვებისთვის საზაფხულო ინტეგრაციული ბანაკი მოეწყო, რომელიც 24 ივნისს გაიხსნა და 6 აგვსიტოს საზეიმო ვითარებაში დაიხურება.
.

 

 

ვრცლად: 27 ივლისი - ერთი დღე ბანაკის ცხოვრებიდან

,,კეჩხობი - 2011“ - ბანაკი რეპატრირებული მესხი ბავშვებისთვის

img 2580ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა კეჩხობში რეპატრირებული მესხი ბავშვებისთვის საზაფხულო ინტეგრაციული ბანაკი მოეწყო, რომელიც მიმდინარე პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის“ პრევენცია“ფარგლებში განხორციელდა.
ბანაკი 24 ივნისს გაიხსნა და 6 აგვსიტოს დაიხურება. 60 მოზარდი და ათი პედაგოგი 14 დღის განმავლობაში დაბა კეჩხობში დაისვენებს. მოეწყობა სამი ექსკურსია. ჩატარდება სემინარები და დაგეგმილია უამრავი გასართობ–შემეცნებითი ღონისძიებები.

ვრცლად: ,,კეჩხობი - 2011“ - ბანაკი რეპატრირებული მესხი ბავშვებისთვის

ტრენინგი პედაგოგებისთვის

img 248815–17 ივლისს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,, თვითრეპატრიაციის“ პრევენცია“ ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია ,,ტოლერანტში“ პედაგოგებისთვის ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის თემა იყო - ,,ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლება სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის“.
სემინარს უძღვებოდნენ ,,ქართულის როგორც მეორე ენის სწავლების“ ტრენერები - ნათელა მელიქიძე და ნინო ზუმბაძე.
ტრენინგს ათი პედაგოგი ესწრებოდა. მასწავლებლები მოწვეულები იყვნენ იმ მუნიციპალიტეტების სკოლებიდან, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ რეპატრირებული მესხები;

ვრცლად: ტრენინგი პედაგოგებისთვის

სომხურ-აზერბაიჯანული ჟურნალისტური მისია ასოციაცია ,,ტოლერანტს” სტუმრობდა

img 246814 ივლისს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტმა“ ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IჭPღ) მიერ განხორცილელებულჟურნალისტური მისიის ჟურნალისტებს უმასპინძლა.
შეხვედრა პროექტ ,,მეზობლების“ ნაწილია, რომელიც IWPR - ის პროგრამის ”ხიდების აგება და უნარების განვითარება სამხრეთ კავკასიაში” ნაწილია.
პროექტი კონცენტრირებულია სომხური და აზერბაიჯანული ეროვნული უმცირესობების ჯგუფებზე, რომლებიც საქართველოს ორ რეგიონში - ქვემოქართლსა და სამცხე - ჯავახეთში ცხოვრობენ.

 

ვრცლად: სომხურ-აზერბაიჯანული ჟურნალისტური მისია ასოციაცია ,,ტოლერანტს” სტუმრობდა

30 ივნისი ახალციხობა - წმინდა შალვა ახალციხელის ხსენების დღე

img 2260 1მემატიანე მასზე წერდა; ,,არა ყოფილა კაცთა შორის მისებრ ჭაბუკი და მეომარი”.
ქართული სიმღერა ,,შავლეგო” შალვა ახალციხელზეა შექმნილი.

ეს დღეს ქალაქ ახალციხეში განსაკუთრებულად აღინიშნება.

30 ივნისს სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის ეზო ახალციხობისთვის ახლებურად გალამაზდა, ჩაიდგა ხის ქოხები, სადაც სოფლებიდან ჩამოსული მოსახლეობამ პურიც გამოაცხო, მწვადებიც შეწვა, ღვინოც ჩამოასხა, ფარდაგებიც გამოფინა და სტუმრებს სამცხეს წარსული და აწმყო დაანახა.

ვრცლად: 30 ივნისი ახალციხობა - წმინდა შალვა ახალციხელის ხსენების დღე

შეხვედრა ,,ტოლერანტში“

img 2221შეხვედრა, რომელიც რეპატრირებულ მესხებსა და ასოციაცია ,,ტოლერანტის“ წარმომადგენლებს შორის 25 ივნისს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია ,,ტოლერანტში“ შედგა ინფორმაციული ხასიათის იყო.

 

 

 

 

ვრცლად: შეხვედრა ,,ტოლერანტში“

ფილმის ჩვენება რეპატრირებული მესხებისთვის

img 2195

25 ივნისს მედია ორგანიზაცია გოუ ჯგუფმა ახალციხეში ფილმების ჩვენება გამართა. გოუ ჯგუფს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ასოციაცია,,ტოლერანტმა“ უმასპინძლა - ორგანიზება გაუკეთა და შეხვედრაზე რეპატრირებული მესხები მოიყვანა.
.

 

 

 

ვრცლად: ფილმის ჩვენება რეპატრირებული მესხებისთვის

სამძიმარი

fexburtასოციაცია ,,ტოლერანტი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აზერბაიჯანში, საათლის რაიონში მცხოვრები ფეხბურთელისა და შემდგომში მწვრთნელის ჰასან კოჩალიევის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს.

ჰასან კოჩალიევი როგორც ნაცნობები ყვებიან არ იყო მარტო ფეხბურთელი და მწვრთნელი. ის მუდამ ანთებული იყო უანგაროდ ეკეთებინა კარგი საქმეები. ჯერ კიდევ 1960-70 წლებში, როცა ჰასან კოჩალიევი აზერბაიჯანში, საათლის რაიონში არსებულ საფეხბურთო გუნდ ,,მესხეთში” დაცვაში თამაშობდა, მისი სახელი ყველასთვის იყო ცნობილი. გუნდი იმ წლებში საკმაოდ პოპულარობით სარგებლობდა და თითქმის ყველა ტურნირში გამარჯვებული გამოდიოდა.
.

ვრცლად: სამძიმარი

განცხადება

სერთიფიცირებული პედაგოგებისთვის, რომელთაც სურთ ჩააბარონ გამოცდა კომპიუტერულ უნარებსა და ინგლისურში, სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია ,,ტოლერანტთან“ არსებულ სასწავლო და პროფესიულ გადამზადების ცენტრ ,,პროფესონალში" იხსნება სპეციალური კურსები. დაწვრილებით ინფორმაციისათვის მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე - ახალციხე, რუსთაველის # 47
ტელ - 0 365 22-05-86 ; 590 51-36-22