ხუთშაბათი, 28 მარტი 2024

არქივი

,,მოკლე ცნობარი რეპატრიანტებისათვის“

სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ასოციაცია ,,ტოლერანტმა“ მიმდინარე პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის’ პრევენცია“ ფარგლებში ქართულ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენაზე მოამზადა და გამოსცა ლიფლეტი - ,,მოკლე ცნობარი რეპატრიანტებისათვის“.

,,ლიფლეტი მნიშვნელოვანია იმით, რომ მოიცავს აუცილებელ ინფორმაციას იმ ქვეყნის შესახებ რომელ ქვეყანაშიც აპირებს დაბრუნებას რეპატრიანტი.
- კარგად განმარტავს, რომ მესხეთი საქართველოს განუყოფელი ძირძველი ნაწილია.
- მოკლედ გადმოგვცემს ხელისუფლების თანამედროვე სტრუქტურას და საქართველოს ადგილს მსოფლიო თანამეგობრობაში.
- მიმოიხილვას საქართველოს წარსულს, დღევანდელ წარმატებებს და ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებსაც.
- მოკლე ინფორმაციას იძლევა რეპატრიაციის პროცესის შესახებ“, - განმარტა ასოიციაცია ,,ტოლერანტის „ მენეჯერმა გოჩა ნათენაძემ.

საზაფხულო ინტეგრაციული ბანაკი ,,კეჩხობი-2011“ დამთავრდა

ბავშვებისთვის ორმა კვირამ მათსავით მკვირცხლად ჩაირბინა. თავიდანვე ყველამ იცოდა, რომ ბანაკის დახურვა საზეიმო და დასამახსოვრებელი უნდა ყოფილიყო. ანუ როგორც თვითონვე ამბობდნენ - ,, გამორჩეული დღე“.

,,მიუხედავად იმისა, რომ ბანაკში ყოველი დღე გამორჩეული და შთაბეჭდილებებით სავსე იყო გადავწყვიტეთ საზეიმო დახურვა მაინც სხვანაირი ყოფილიყო“, - ამბობს ,,გარემოს დაცვის და მდგრადი განვითარების ხელშემწყობი კავშირი ,,აწყურის“ დირექტორი ნანა ნათენაძე, რომელიც ასევე იყო ბანაკის მომწყობი და ხელმძღვანელი.

ვრცლად: საზაფხულო ინტეგრაციული ბანაკი ,,კეჩხობი-2011“ დამთავრდა

კონკურსი დოკუმენტური ფილმის მომზადება-გადაღებაზე

სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია "ტოლერანტი" აცხადებს კონკურსს დოკუმენტური ფილმის მომზადება-გადაღებაზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: "რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება - "თვითრეპატრიაციის" პრევენცია" ფარგლებში.
დოკუმენტური ფილმი უნდა ემსახურებოდეს რეპატრირებული მესხების ყოფა-ცხოვრების, ისტორიული ფესვების აღწერა-გაშუქებას.
კონკურსში მონაწილეობა:

ვრცლად: კონკურსი დოკუმენტური ფილმის მომზადება-გადაღებაზე

კეთილი ნებით დაგვირგვინებული კარგი საქმე

,,ბავშვებს ფეხბურთის თამაში უნდათ, თუმცა არც ბურთი აქვთ, არც სპორტული ფეხსაცმელები“, - ეს ფრაზა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთის მკვიდრმა ალიხან იბრაგიმოვმა სოფელში ჩასულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია ,,ტოლერანტის“ ხელმძღვანელს ცირა მესხიშვილსა და ასოციაციის მენეჯერს გოჩა ნათენაძეს უთხრა და მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის“ პრევენციას“ ფარგლებში არ იყო დაგეგმილი საფეხბურთო გუნდის შექმნა, გადაწყდა, რომ ასოციაცია ამ მხრივ ბავშვებს მაინც დახმარებოდა.

ვრცლად: კეთილი ნებით დაგვირგვინებული კარგი საქმე

პარტნიორი ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრა

ივლისის თვეში ,,მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის” და აზერბაიჯანული ორგანიზაცია ,,ჰუმანიტარული კვლევისსაზოგადოება” წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა შედგა. სამუშაო შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტის “მიერგანხორციელებული პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის” პრევენცია ფარგლებში შედგა.
პროექტის ,,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის” პრევენცია” პარტნიორი ორგანიზაციები არიან ,,მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი” და აზერბაიჯანული ორგანიზაცია ,,ჰუმანიტარული კვლევის საზოგადოება”.
ორ დღიანი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა ,,მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის” ოფისში.

ვრცლად: პარტნიორი ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრა

ბანაკი სატელევიზიო ეთერში

საზაფხულო ინტეგრაციულ ბანაკს ,,კეჩხობი -2011“ ჟურნალისტები სტუმრობდნენ.
3 აგვისტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ტელეკომპანია ,,მე-9 არხის“ გადამღები ჯგუფი ბანაკზე სიუჟეტის მოსამზადებლად კეჩხობს ეწვია.
გადამღები ჯგუფის სტუმრობა ჟადრაკის ტურს დაემთხვა. ასევე გადაიღეს ბანაკის დახურვის წინასარეპეტიციო სამზადისი, აზერბაიჯანელების მიერ შესრულებული ცეკვა, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული სიმღერები.
სიუჟეტი ტელეკომპანია ,,მე-9 არხის“ ეთერში პარასკევს ხუთ აგვისტოს გავა. სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ აღნიშნული მასალა ვებ-გვერდზეც დაიდება.

სოციალური კლიპის გადაღება უახლოეს დღეებში დაიწყება

სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტის“ მიერ პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის„ პრევენცია“ ფარგლებში, უკვეგანმეორებით 21 ივნისს გამოცხადებული კონკურსის ვადა სოციალური კლიპის სცენარის შემოთავაზებაზე ამოიწურა.
კონკურსი გამოცხადებული იყო ერთ -ერთ ყველაზე პოპულარულ ინტერნეტ გვერდზე - http://jobs.ge , დამოუკიდებელი სააგენტო ,,ეიჩ -არი” - http://hr.com.ge  და ვებ -პორტალზე -http://rfp.ge..
დაინტერესებულ პირებს 18 ივლისამდე შეეძლოთ სცენარის შემოთავაზება.

სოციალური კლიპის გადაღების მსურველი რამდენიმე სააგენტო, სტუდია თუ ახალგაზრდული ჯგუფი აღმოჩნდა.

ამათგან შეირჩა რამდენიმე სცენარი, საბოლოოდ კი სოციალური კლიპის სპეციფიკიდან გამომდინარე უპირატესობა მიენიჭა საპატრიარქოს ტელევიზია ,,ერთსულოვნების“ პროგრამების დირექტორის მარინა გერმანიშვილის სცენარს.

სოციალური კლიპის გადაღება უახლოეს დღეებში დაიწყება.

“ტოლერანტი” საგანმანათლებლო ფუნქციას ითავსებს

img 0893არასამთავრობო ორგანიზაციებს ხშირად აქვს პრობლემები თანხების მოძიებასთან დაკავშირებით. ძირითადად ორგანიზაციები თავის საქმიანობას წარმართავენ დონორი ორანიზაციების დახმარებით, თუ, რა თქმა უნდა, მათი პროექტი გაიმარჯვებს და ორგანიზაცია გრანტს მიიღებს. მაგრამ არის პერიოდები, როცა არასამთავრობო ორგანიზაცია მთლიანად ან ნაწილობრივ თვითდაფინანსებაზე გადადის. ასე მოხდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ორგანიზაცია “ტოლერანტის” შემთხვევაშიც. “ტოლერანტში” აქცენტი გაკეთდა სხვადასხვა პროექტების ფარგლებში აპრობირებულ ერთ-ერთ საქმიანობაზე, სასწვალო კურსებზე და საკუთარ რესურსებზე დაყრდნობით გახსნა ქართულის, ინგლისურის, კომპიუტერის სასწავლო კურსები. ამ საქმიანობამ დროთა განმავლობაში მიიღო უფრო პროფესიული სახე და შეიქმნა “ტოლერანტთან” არსებული სასწავლო-პროფესიული გადამზადების ცენტრი “პროფესიონალი”, რომლის დირექტორიც არის გოჩა ნათენაძე.

ვრცლად: “ტოლერანტი” საგანმანათლებლო ფუნქციას ითავსებს

პროექტის ფარგლებში ახალი თანამშრომლები შეირჩა

2011 წლის იანვარში, ასოციაცია “ტოლერანტის” ახალი პროექტის – “საქართველოში არალეგალურ მდგომარეობაში მყოფ დეპორტირებულ მესხთა ჰუმანიტარული დახმარება და მათი უკანონო გადაადგილების პრევენციის ხელშეწყობა”, ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი თანამშრომლების შესარჩევად. ასოციაციას პროექტის განსახორციელებლად სჭირდება კვალიფიციური სპეციალისტები. რამდენიმე შტატი უკვე დაკომპლექტდა.

დაიწყო ცენტრების რეკონსტრუქცია

2011 წლის იანვარში ახალციხის რეგიონალურმა ასოციაცია “ტოლერანტმა” პროექტის – “საქართველოში არალეგალურ მდგომარეობაში მყოფ დეპორტირებულ მესხთა ჰუმანიტარული დახმარება და მათი უკანონო გადაადგილების პრევენციის ხელშეწყობა”, ფარგლებში განახორციელა რამდენიმე მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიება. პროექტის დაწყებიდან ხუთი თვის განმავლობაში ძირითადად ჩატარდება მოსამზადებელი სამუშაოები შემდეგი ეტაპებისთვის. აქ, პირველ რიგში, იგულისხმება ადაპტაციისა და ჰუმანიტარული დახმარების ცენტრების რეკონსტრუქცია რეპატრიანტი მესხებით დასახლებულ სამიზნე რაიონებში. უკვე დაიწყო იანეთის, ნასაკირალის ჰუმანიტარული და თბილისის, აზერბაიჯანის საინფორმაციო ცენტრების განახლება-აღჭურვა.