ხუთშაბათი, 18 აპრილი 2024

პარტნიორი ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრა

ივლისის თვეში ,,მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის” და აზერბაიჯანული ორგანიზაცია ,,ჰუმანიტარული კვლევისსაზოგადოება” წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა შედგა. სამუშაო შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტის “მიერგანხორციელებული პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის” პრევენცია ფარგლებში შედგა.
პროექტის ,,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის” პრევენცია” პარტნიორი ორგანიზაციები არიან ,,მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი” და აზერბაიჯანული ორგანიზაცია ,,ჰუმანიტარული კვლევის საზოგადოება”.
ორ დღიანი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა ,,მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის” ოფისში.

პირველი დღე ტრენინგის დაყოფილი იყო ორ ნაწილად.
,,პირველ ნაწილში მოკლედ გავიარეთ განსხვავებები კვლევის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მეთოდებს შორის, რა შემთხვევაში რომელი უფრო მისაღებია და როდის რომელსვირჩევთ (მოყვანილი იქნა მაგალითები). შემდეგ განვიხილეთ ჯგუფური მუშაობის ასპექტები - რა ძირითად მიმართულებებს მოიცავს, რა უნდა იქნეს გათვალისწინებული, რისშედეგად ჩამოყალიბდა ჯგუფური მუშაობის თანამედროვე ხედვა, ჯგუფის შექმნის დინამიკა და პროცესი, ჯგუფში მიკროსოციუმის შექმნის ეტაპები. განვსაზღვრეთ ჯგუფისშექმნისათვის მონაწილეთა საჭირო რაოდენობა (მაქსიმუმი და მინიმუმი), მონაწილეთა ჰომოგენურობის საკითხი, ვინ არ შეიძლება რომ მოვიწვიოთ ჯგუფურ შეხვედრაზე”, - ამბობს,,მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის” პროექტების რეგიონალური კოორდინატორი მერაბ ცინდელიანი.
ტრენინგის მეორე ნაწილში საუბარი იყო ფოკუს ჯგუფების ჩატარებაზე. კონკრეტულად კი ამ საკითხებზე:
ფოკუს-ჯგუფის ჩატარების ორგანიზება
1. გარემოს მოწყობა, სპეციალური ოთახი და საველე პირობები;
2. მონაწილეთა გამოცხადების უზრუნველყოფის ტექნიკა;
• ფოკუს-ჯგუფის ორგანიზაციული სტრუქტურა
1. მიზნების დასახვა და დაგეგმარება;
2. ჯგუფის ჩატარება 3. შედეგების ანალიზი;
• კვლევის მიზნების დასახვა
1. დაგეგმარების ეტაპის არსი;
2. დაგეგმარების საპეციალისტის კვალიფიკაცია;
3. კვლევის საზღვრების განსაზღვრა;
4. დაგეგმარების შედეგები (საბოლოო გეგმა)
• მონაწილეთა შერჩევა
1. შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრა;
2. რეკრუტირების ტექნიკა;
• კითხვარი
1. ძირითადი ფუნქცია;
2. თემების და კითხვების განსაზღვრა;
3. მოდერატორის ჩართულობა;
4. თემების რაოდენობა;
• მოდერატორი
1. ფუნქციები;
2. მოდერატორის მიერ თემის ცოდნის ხარისხი;
3. პიროვნული თვისებები;
4. მოდერატორის შეცდომები (დესტრუქციული სტილი);
5. ძლიერი მოდერატორის თვისებები;
• ჯგუფის მუშაობა
1.ჯგუფური მუშაობა და მოდერატორი ;
2. რას აკეთებს მოდერატორი დაწყებამდე;
3. საწყისი ეტაპი;
4. მონაწილეთა როლები (განხილული იქნა შესაძლო ვარიანტები, დადებითი და უარყოფითი როლები, რომლებსაც შეიძლება მოდერატორი შეეჯახოს და მზად უნდა იყოს);
5. ჯგუფური პროცესების მართვა;
6. თემების გაშლის და ჩაღრმავების ტექნიკა;
7. ჯგუფური მუშაობის ხანგრძლივობა და ეტაპები;
8. ჯგუფური მუშაობის დასასრული;
სამუშაო შეხვედრის მეორე დღე დაეთმო კონკრეტულად მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ფოკუს-ჯგუფების განხილვას.
,,განხილვაში ჩაერთვნენ აზერბაიჯანელი სტუმრებიც. გავიარეთ შედგენილი კითხვარი, განვიხილეთ კითხვების შესაძლო გადაფარვის ვარიანტები, რა დონეზე შეიძლებაჩავუღრმავდეთ სხვადასხვა საკითხებს. განვიხილეთ მოულოდნელი შედეგების განსაზღვრა და შემდგომი ეტაპისათვის მათი გათვალისწინების პირობები.
შემდეგ ეტაპზე მოხდა ფოკუს-ჯგუფების ჩატარების დაგეგმარება. გარკვეული განხილვის შედეგად გადაწყდა ამ ეტაპზე ჩატარდეს ოთხი ფოკუს-ჯგუფი აზერბაიჯანში მესხებისკომპაქტურ დასახლებაში. განისაზღვრა თითოეული ჯგუფისათვის მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმები - ასაკი, სქესი, თავის სოციუმში მდგომარეობა, რეპატრიაციაზე განაცხადისშეტანის საკითხები”, - ამბობს მერაბ ცინდელიანი.
სამუშაო შეხვედრა ეფექტური და მნიშვნელოვანი იყო – განაცხადა შეხვედრის მონაწილე ორივე მხარემ.