ხუთშაბათი, 25 აპრილი 2024

არქივი

ორი კვირა აწყურის ბანაკში

2009 წლის 14 ივლისს 45 ბავშვი აწყურის საზაფხულო ინტეგრაციულ ბანაკში გაემგზავრა. სამცხე–ჯავახეთის რეგიონულმაასოციაცია „ტოლერანტმა“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საინფორმაციო–საკონსულტაციო ცენტრი მესხრეპატრიანტთათვის“ ფარგლებში ბავშვებს ორიკვირიანი დასვენების საშუალება მისცა.

გამოიცა საინფორმაციო–კვარტალური ბიულეტენის მეორე ნომერი

გამოიცა საინფორმაციო კვარტალური ბიულეტენის ახალი ნომერი. ნომერში მკითხველს შეუძლია გაეცნოს „ტოლერანტში“ მიმდინარე საქმიანობებს, მნიშვნელოვან სიახლეს – „ტოლერანტის“ ვებგვერდის ამოქმედებას. ბიულეტენში წარმოდგენილია უკვე ტრადიციულად ქცეული რუბრიკები: ექიმის, იურისტის გვერდები, ქართული ენის სასაუბო და სხვა. მკითხველი გაეცნობა ცნობებს შოთა რუსთაველის შესახებ, ვარძიის მოკლე ისტორიას. დაიწყომზადება ბიულეტენის ახალი ნომრის გამოსაცემად.

პრესრელიზი

თბილისი. სამხრეთ საქართველოდან 1944 წელს დეპორტირებული მესხების რეპატრიაციას, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ რეპატრიანტთა უფლებების დაცვასა და ინტეგრაციის საკითხებს მიეძღვნება საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,საინფორმაციო" საკონსულტაციო ცენტრი მესხი რეაპტრიანტებისათვის~ ფარგლებში იმართება.
კონფერენცია მიზნად ისახავს ასოციაცია "ტოლერანტის" მიერ განხორციელებული პროექტის შეჯამებასა და ჩატარებული საქმიანობების საზოგადოების წინაშე წარდგენას, დისკუსიას რეპატრიაციის შესახებ კანონის იმპლემენტაციისა და რეპატრიანტთა უფლებრივი მდგომარეობის, ადგილობრივ საზოგადოებაში რეპატრიანტთა ინტეგრაციისა და რეპატრიაციის პროცესების მიმდინარეობის შესახებ საქართველოში.

სამენოვანი სასაუბრო რეპატრიანტებისთვის

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი მესხ-რეპატრიანტთათვის" ფარგლებში მომზადდა და დაიბეჭდა "ქართულ-რუსულ-თურქული სასაუბრო". "სასაუბრო" განკუთვნილია მესხეთიდან დეპორტირებულთათვის.
"ქართულ-რუსულ-თურქული სასაუბროს" მიზანია, დახმარება გაუწიოს სამშობლოში დაბრუნებულ და დაბრუნების მსურველ მესხ-რეპატრიანტებს.
მორიგ შემოვლაზე პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრებმა რეპატრიანტებს გადასცეს დაბეჭდილი სასაუბროები. რეპატრიანტებმა გამოთქვეს მადლიერება და აღნიშნეს, რომ "სასაუბრო" ყველა მათგანს გამოადგება, განსაკუთრები ახალდაბრუნებულებს.

ტოლერანტი" ევროკავშირის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში

24 მაისს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია "ტოლერანტს" ეწვია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელობა, ელჩი. ევროკავშირის ელჩი პერ ეკლუნდი გაეცნო ასოციაციის საქმიანობებს, როგორც გავლილს, ისე მიმდინარეს. ყურადღებით მოისმინა "ტოლერანტის" ხელმძღვანელობის ხედვა მაჰმადიან მესხთა რეპატრიაციის პროცესებთან დაკავშირებით...."ტოლერანტის" დირექტორმა ცირა მესხიშვილმა და მთავარმა მენეჯერმა გოჩა ნათენაძემ სტუმრებს გააცნეს პრობლემები, მომავალი გეგმები.
"ტოლერანტის" დირექტორმა ცირა მესხიშვილმა და მთავარმა მენეჯერმა გოჩა ნათენაძემ სტუმრებს გააცვნეს პრობლემები, მომავალი გეგმები. ისაუბრეს, როგორ ხედავენ საქართველოში მიმდინარე რეპატრიაციის პროცესს და ასოციაციის როლს რეპატრიაციის პროცესების უმტკივნეულოდ წარმართვაში. ელჩმა გამოთქვა აღფრთოვანება "ტოლერანტის" გაწეული მუშაობის გამო, დიდი მადლობა გადაუხადა მის თითოეულ თანამშრომელს, დაჰპირდა თანადგომასა და დახმარებას მომავალ მუშაობაში. ასოციაცია "ტოლერანტი" დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დელეგაციის სტუმრობას და თავის მხრივ გამოთქვამს მადლიერებას ევროკავშირის მხრიდან გამოჩენილი განსაკუთრებული ყურადღების გამო.

შეხვედრა აბასთუმანში მცხოვრებ რეპატრიანტებთან

აპრილის დასაწყისში ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანში მცხოვრებ რეპატრიანტებთან შეხვედრისას გამოიკვეთა, რომ მესხები ექიმისა და იურისტის კონსულტაციებს საჭიროებდნენ. 19 აპრილს „ტოლერანტის“ სამუშაო ჯგუფი ექიმთან და იურისტთან ერთად გაემგზავრა რეპატრიანტებთან შესახვედრად....მესხებს გაეწიათ შესაბამისი იურიდიული და სამედიცინო კონსულტაციები.
მესხებს გაეწიათ შესაბამისი იურიდიული და სამედიცინო კონსულტაციები. „ტოლერანტთან’ თანამშრომლობის ფარგლებშ „კათარზისის“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ სერგო მიქუტიშვილმა ექიმის დანიშნულების შესაბამისად რეპატრიანტებს უფასოდ გადასცა მედიკამენტები. რეპატრიანტებმა მადლიერება გამოთქვეს „ტოლერანტის“ მიერ გამოჩენილი ყურადღების გამო. უახლოეს მომავალში მსგავსი შეხვედრა იგეგმება ახალციხეში და მიმდებარე სოფლებში.

რეპატრიანტებმა კომპიუტერული პროგრამების კურსი გაიარეს

სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია "ტოლერანტთან" არსებულ სასწავლო ცენტრში ორი თვის განმავლობაში რეპატრიანტები ეუფლებოდნენ სხვადასხვა კომპიტერულ პროგრამას. ტრენერი ნატალია ავეტისიანი სხვადასხვა ასაკის მსმენელებს ასწავლიდა Windows, Microsoft Words, Microsoft Excel, internet Explorer პროგრამებს. კურსის დასრულების შემდეგ სასწავლო ცენტრის დირექტორმა გოჩა ნათენაძემ მსმენელებს გადასცა სერტიფიკატები.

„ტოლერანტში“ ბუღალტერიის კურსის მსმენელებს პირველი სერტიფიკატები გადასცეს

სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია "ტოლერანტში" კურსის "ბასს" ის მიხედვით პრაქტიკული ბუღალტერიის წარმოება ორგანიზაცია-დაწესებულებებში" პირველმა მსმენელებმა სერტიფიკატები მიიღეს. სწავლებას უძღვებოდა "ბაფ" ის მიერ სერტიფიცირებული პროფესიონალი ბუღალტერი ნინელი (დოდო) ქენქაძე..."მიუხედავად იმისა, რომ ეკონომისტი არა ვარ, დიდი ინტერესითა და სიამოვნებით შევისწავლე საბუღალტრო საქმე. ქალბატონი დოდო იმდენად კარგად ხსნიდა და პროფესიონალურად ასწავლიდა, რომ ყველაფერი ადვილად გასაგები იყო. ვფიქრობ, "ტოლერანტში" მიღებული ცოდნა კიდევ უფრო გაზრდის ჩემი დასაქმების შანსს. ვაპირებ, მივიღო მონაწილეობა კონკურსებში, სადაც სჭირდებათ ბუღალტერი" - აღნიშნა კურსის მსმენელმა ეკა სუდაძემ.
"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პირველ რიგში "ტოლერანტის" ხელმძღვანელობას იმისთვის, რომ მომეცა შანსი ასეთ კვალიფიციურ ტრენერთან გამევლო ბუღალტერიის კურსი უახლესი სტანდარტებით. ოფისში ყოველთვის საუკეთესო სასწავლო გარემო გვხვდებოდა", - თქვა ნანა ხითარიშვილმა.
"ტოლერანტში" კვლავ აგრძელებს ფუნქციონირებას ,,ბასს"-ის მიხედვით პრაქტიკული ბუღალტერიის წარმოება ორგანიზაცია-დაწესებულებებში~ და "ორისის ბუღალტერიის "  კურსები.

რეპატრიანთა შესახებ ახალი გაკვეთილი სკოლაში

მრგვალი მაგიდის ირგვლივ მოწყობილ პირველ შეხვედრაზე „ტოლერანტის“ დირექტორმა რეპატრიანტებს პირობა მისცა, რომ გაითვალისწინებდა მათ თხოვნას და უზრუნველყოფდა მათ შეხვედრებს საქართველოში მოქმედ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც რეპატრიაციის საკითხებზე მუშაობენ. „ტოლერანტმა“ შეასრულა დანაპირები...

10 აპრილს სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია „ტოლერანტში“ რეპატრიანტები შეხვდნენ ისტორიის პედაგოგთა საქართველოს ასოციაციის წევრებს. ისტორიის პედაგოგთა ევროპული ასოციაცია “ევრო-კლიო” და ისტორიის პედაგოგთა საქართველოს ასოციაცია ახორციელებენ ერთობლივ პროექტს „ტოლერანტობის მშენებლობა ისტორიის სწავლების გზით საქართველოში”. 

“პროექტის მიზანია, აისახოს მეოცე საუკუნის საქართველოს ისტორიაში ეთნიკური უმცირესობების როლი და რაც მთავარია, ეს კარგად გაშუქდეს ისტორიის სასკოლო სახლმძღვანელოებში”, - განაცხადა ისტორიის პედაგოგთა საქართველოს ასოციაციის წარმომადგენელმა ცირა ჩიკვაიძემ.
სიახლეს, რო სასკოლო სახელმძღვანელოში გაჩნდება თავი, რომელიც მოსწავლეებს მოუთხრობს მესხთა დეპორტაციის, მათი ძნელბედობის შესახებ, არა ისტორიკოსის, არამედ უშუალოდ პირველწყაროს, თავად რეპატრიანტთა მონათხრობიდან, რეპატრიანტები დადებითად შეხვდნენ. ისინი დათანხმდნენ, საკუთარი ისტორიაც გაეზიარებინათ საზოგადოებისთვის

შეხვედრა მრგვალი მაგიდის ირგვლივ

2010 წლის 13 მარტს რეპატრიანტების ინიციატივით „სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია „ტოლერანტში“ გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „მაჰმადიან მესხთა რეპატრიაციის პროცესი“...

შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონში მცხოვრები მაჰმადიან მესხთა და ადგილობრივი მოსახლეობის, საზოგადოების წარმომადგენლები.დისკუსიაში აქტიურად ჩაებნენ აგრეთვე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები, შეხვედრებზე იმსჯელეს საკითხებზე, რომლებიც ერთნაირად აღელვებს როგორც ადგილობრივებს, ისევე რეპატრიანტებს. „ ჩვენ არა ვართ თურქი მესხები რადგან ასეთი ხალხი ბუნებაში არ არსებობს, ჩვენ ვართ მესხები მხოლოდ მაჰმადიანები“ - აღნიშნა რეპატრიანტმა სარვარ საფაროვმა. რეპატრიანტების ისტორიულ გვარებზე, მათ წარმომავლობაზე საინტერესოდ ისაუბრა ახალციხის სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მერაბ ბერიძემ. შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტის“ დირექტორმა ცირა მესხიშვილმა და აღნიშნა, რომ იგი მუდამ მზად არის, დაუთმოს ადგილი ამგვარ შეხვედრებს, რადგან მიიჩნევს, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს საზოგადოებისა და რეპატრიანტების დაახლოებას, რეპატრიაციის პროცესის უმტკივნეულოდ წარმართვას.