კვირა, 05 მაისი 2024

რეპატრიანთა შესახებ ახალი გაკვეთილი სკოლაში

მრგვალი მაგიდის ირგვლივ მოწყობილ პირველ შეხვედრაზე „ტოლერანტის“ დირექტორმა რეპატრიანტებს პირობა მისცა, რომ გაითვალისწინებდა მათ თხოვნას და უზრუნველყოფდა მათ შეხვედრებს საქართველოში მოქმედ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც რეპატრიაციის საკითხებზე მუშაობენ. „ტოლერანტმა“ შეასრულა დანაპირები...

10 აპრილს სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია „ტოლერანტში“ რეპატრიანტები შეხვდნენ ისტორიის პედაგოგთა საქართველოს ასოციაციის წევრებს. ისტორიის პედაგოგთა ევროპული ასოციაცია “ევრო-კლიო” და ისტორიის პედაგოგთა საქართველოს ასოციაცია ახორციელებენ ერთობლივ პროექტს „ტოლერანტობის მშენებლობა ისტორიის სწავლების გზით საქართველოში”. 

“პროექტის მიზანია, აისახოს მეოცე საუკუნის საქართველოს ისტორიაში ეთნიკური უმცირესობების როლი და რაც მთავარია, ეს კარგად გაშუქდეს ისტორიის სასკოლო სახლმძღვანელოებში”, - განაცხადა ისტორიის პედაგოგთა საქართველოს ასოციაციის წარმომადგენელმა ცირა ჩიკვაიძემ.
სიახლეს, რო სასკოლო სახელმძღვანელოში გაჩნდება თავი, რომელიც მოსწავლეებს მოუთხრობს მესხთა დეპორტაციის, მათი ძნელბედობის შესახებ, არა ისტორიკოსის, არამედ უშუალოდ პირველწყაროს, თავად რეპატრიანტთა მონათხრობიდან, რეპატრიანტები დადებითად შეხვდნენ. ისინი დათანხმდნენ, საკუთარი ისტორიაც გაეზიარებინათ საზოგადოებისთვის