შაბათი, 04 მაისი 2024

„ტოლერანტში“ ბუღალტერიის კურსის მსმენელებს პირველი სერტიფიკატები გადასცეს

სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია "ტოლერანტში" კურსის "ბასს" ის მიხედვით პრაქტიკული ბუღალტერიის წარმოება ორგანიზაცია-დაწესებულებებში" პირველმა მსმენელებმა სერტიფიკატები მიიღეს. სწავლებას უძღვებოდა "ბაფ" ის მიერ სერტიფიცირებული პროფესიონალი ბუღალტერი ნინელი (დოდო) ქენქაძე..."მიუხედავად იმისა, რომ ეკონომისტი არა ვარ, დიდი ინტერესითა და სიამოვნებით შევისწავლე საბუღალტრო საქმე. ქალბატონი დოდო იმდენად კარგად ხსნიდა და პროფესიონალურად ასწავლიდა, რომ ყველაფერი ადვილად გასაგები იყო. ვფიქრობ, "ტოლერანტში" მიღებული ცოდნა კიდევ უფრო გაზრდის ჩემი დასაქმების შანსს. ვაპირებ, მივიღო მონაწილეობა კონკურსებში, სადაც სჭირდებათ ბუღალტერი" - აღნიშნა კურსის მსმენელმა ეკა სუდაძემ.
"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პირველ რიგში "ტოლერანტის" ხელმძღვანელობას იმისთვის, რომ მომეცა შანსი ასეთ კვალიფიციურ ტრენერთან გამევლო ბუღალტერიის კურსი უახლესი სტანდარტებით. ოფისში ყოველთვის საუკეთესო სასწავლო გარემო გვხვდებოდა", - თქვა ნანა ხითარიშვილმა.
"ტოლერანტში" კვლავ აგრძელებს ფუნქციონირებას ,,ბასს"-ის მიხედვით პრაქტიკული ბუღალტერიის წარმოება ორგანიზაცია-დაწესებულებებში~ და "ორისის ბუღალტერიის "  კურსები.