კვირა, 05 მაისი 2024

შეხვედრა მრგვალი მაგიდის ირგვლივ

2010 წლის 13 მარტს რეპატრიანტების ინიციატივით „სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია „ტოლერანტში“ გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „მაჰმადიან მესხთა რეპატრიაციის პროცესი“...

შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონში მცხოვრები მაჰმადიან მესხთა და ადგილობრივი მოსახლეობის, საზოგადოების წარმომადგენლები.დისკუსიაში აქტიურად ჩაებნენ აგრეთვე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები, შეხვედრებზე იმსჯელეს საკითხებზე, რომლებიც ერთნაირად აღელვებს როგორც ადგილობრივებს, ისევე რეპატრიანტებს. „ ჩვენ არა ვართ თურქი მესხები რადგან ასეთი ხალხი ბუნებაში არ არსებობს, ჩვენ ვართ მესხები მხოლოდ მაჰმადიანები“ - აღნიშნა რეპატრიანტმა სარვარ საფაროვმა. რეპატრიანტების ისტორიულ გვარებზე, მათ წარმომავლობაზე საინტერესოდ ისაუბრა ახალციხის სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მერაბ ბერიძემ. შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტის“ დირექტორმა ცირა მესხიშვილმა და აღნიშნა, რომ იგი მუდამ მზად არის, დაუთმოს ადგილი ამგვარ შეხვედრებს, რადგან მიიჩნევს, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს საზოგადოებისა და რეპატრიანტების დაახლოებას, რეპატრიაციის პროცესის უმტკივნეულოდ წარმართვას.