ხუთშაბათი, 26 დეკემბერი 2024

არქივი

საჩუქარი ისტორიკოსთა ასოციაციისგან

,,ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციამ" სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია ,,ტოლერანტს” საჩუქრად წიგნები ,,როგორ ვიცხოვროთ ერთად XX საუკუნეში საქართველოში " და ,,ისტორიკოსი", სულ 114 ეგზემპლარი გადასცა. 

ასოციაცია საზოგადოებრივ საწყისებზე 1997 წელს დაფუძნებული ისტორიკოსებისა და ისტორიის პედაგოგების გაერთიანებაა, რომლის მიზანი ისტორიის დარგისა და ისტორიის სწავლების განვითარების ხელშეწყობაა. საამისოდ ორგანიზაციას როგორც ადგილობრივი ისე უცხოური კადრები- პროფესორები, მასწავლებლები ტრენერები და ექსპერტები ჰყავს შემოკრებილი.

ვრცლად: საჩუქარი ისტორიკოსთა ასოციაციისგან

იძულებითი მოგზაურობა და დაბრუნება სამშობლოში

ახალციხის მუნიციპალიტეტი სოფელი შურდო დღეს უკვე ნასოფლარია. 1944 წელს მაჰმადიანი მესხების გასახლების შემდეგ სოფელი მთლიანადდაიცალა. სამი წლის წინ საქართველოში დაბრუნებულმა რეიზ მანზულოვმა რომელმაც სოფელი თერთმეტი წლისამ დატოვა, მშობლიური სახლისნანგრევების მოძებნა მაინც შეძლო.
რეიზ მანზულოვი 1944 წლის გასახლების დღეს დეტალურად იხსენებს. პატარა ბიჭს კარგად დაამახსოვრდა როცა სოფელში ჯარისკაცები გამოჩნდნენ დამოსახლეობას დრო სამი საათი მისცეს გასამზადებლად. რეიზ მანზულოვის მამა - მანზულა მუთიაძემ მშობლიური სახლი დატოვა და მრავალშვილიანიოჯახით თანასოფლელებთან ერთად სოფელ წნისიდან მატარებლით ტაშკენტის მიმართულებით გაეგზავრა.

ვრცლად: იძულებითი მოგზაურობა და დაბრუნება სამშობლოში

,,აქ ხომ სამშობლოა“

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთში აზერბაიჯანიდან 22 წლის წინ ჩამოსული რეპატრირებული მესხი ბერიძეების ოჯახი ცხოვრობს.

მასპინძელი ჭიშკართან შემოგვეგება. სახლი ორსართულიანია, ფანჯრის რაფაზე ლამაზ ქოთნებში ოთახის ყვავილები ჩანს. გრძელი დერეფნით მისაღებ ოთახში შევდივართ, ერთ კუთხეში აკვანი დგას, აკვანში პატარა სოფოს სძინავს.
ბერიძეების ოჯახში ვართ.
ბერიძეები აზერბაიჯანიდან 22 წლის წინ ჩამოვიდნენ. ოჯახში, ოჯახის უფროსი ლადო ბერიძე, მეუღლე გულო ბერიძე და მათი შვილები თემური და თამარი, რძალი სარა და შვილიშვილები ნატალია და სოფო ცხოვრობენ. სოფოს სძინავს, ნატალია კი საგანგებოდ გამოპრანჭულა, დიდი თმისამაგრიც გაუკეთებია თავზე და არ გვშორდება.

ვრცლად: ,,აქ ხომ სამშობლოა“

წმინდა ბარბარეს სახელობის ნინოწმინდის ბავშვთა სახლი

6 იანვარს ასოციაცია ,,ტოლერანტი“ წმინდა ბარბარეს სახელობის ნინოწმინდის ბავშვთა სახლს ესტუმრა და ბავშვთა სახლის 114 აღსაზრდელს საახალწლო საჩუქრები და პროდუქტი ჩაუტანა. საჩუქრები პატარებს თოვლის ბაბუამ დაურიგა. 

,,გვიგულეთ მუდამ თქვენს გვერდით. რაც შეგვეძლება დაგეხმარებით“, - უთხრა პატარებს ასოციაცია ,,ტოლერანტის“ ხელმძღვანელმა ცირა მესხიშვილმა და იქ მყოფ საზოგადოებას შობა ახალი წელი მიულოცა.
ბავშვთა სახლის აღსაზრდელები საკმაოდ მომზადებულები დაგვხდნენ და კონცერტი გამართეს. საახალწლო მილოცვები, ლექსები და ქართული ცეკვები ერთმანეთს ცვლიდა.
6 იანვარი ალბათ ყოველთვის დარჩება ბავშვთა სახლის პატარებისთვის ერთ ლამაზ დღედ. ასოციაცია,,ტოლერანტის“ საქმიანობებში კი 6 იანვრის დღე იმ საქველმოქმედო ღონისძიებების გრძელ სიას დაემატება რაც აქამდე იყო.

სოფელ აბასთუმანში . . .

23 დეკემბერს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტში ასოციაცია "ტოლერანტმა" პროექტის "რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება "თვითრეპატრიაციის" პრევენცია”, ფარგლებში სოციალური კლიპების პრეზენტაცია და საახალწლო საჩუქრების გადაცემა მოაწყო.

პრეზენტაციას სოფელ აბასთუმანში მცხოვრები რეპატრირებული მესხები ესწრებოდნენ. კლიპების ჩვენების შემდეგ სკოლის პატარა დარბაზში, რომელიც დამსწრე საზოგადოებას ძლივს იტევდა საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა იმ რეპატრირებულმა მესხმა ბავშვებმაც მიიღეს, რომლებიც ამ სკოლაში სწავლობენ. მათ მოწვეულ სტუმრებს ლექსები, სიმღერები და მინი სკეჩები წარუდგინეს.

ვრცლად: სოფელ აბასთუმანში . . .

იანეთი

24 დეკემბერს ასოციაცია ,,ტოლერანტმა" პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება "თვითრეპატრიაციის" პრევენცია"- ფარგლებში საინფორმაციო და სოციალური ინტეგრაციის ცენტრში სოციალური კლიპების პრეზენტაცია გამართა.

სოც.კლიპების ჩვენებას სოფელ იანეთის მოსახლეობა ესწრებოდა. კლიპებში ასახული იყო იმ რეპატრირებული მესხების პრობლემები, რომლებიც საქართველოში მოქალაქეობის გარეშე ცხოვრობენ. კლიპის მსვლელობისას დარბაზში თვალზე ცრემლმომდგარ მაყურებელსაც შენიშნავდით.
,,იანეთელ რეპატრირებულ მესხებს მსგავსი პრობლემები არაქვთ. ისინი 80-იან წლებში ჩამოვიდნენ და ყველა მათგანი უკვე მოქალაქეა, კლიპში ასახული პრობლემები იმ რეპატრირებულ მესხებს აქვთ ვინც უსაბუთოდ ჩამოდის საქართველოში",- ამბობს სკოლის რუსული ენის პედაგოგი შუქრი ურუშაძე.
კლიპების პრეზენტაციის შემდეგ სკოლის დარბაზში საახალწლო კარნავალი გაიმართა, სადაც სკოლის მოსწავლეების გარდა მონაწილეობას სოფელ იანეთის სკოლამდელი და სკოლის შემდგომი ასაკის ბავშვებიც იღებდნენ.
მათ დამსწრე საზოგადოებას ქართული ლექსები, სიმღერები და ცეკვები, მათ შორის "სამყრელო", "მუხა წონწილებს", "ავთანდილ გადინადირა", "ცელო მოუსვი ბალახსა", "ლაშქრული", "მრავალჟამიერი" - შეასრულეს. კონცერტის შემდეგ ასოციაცია "ტოლერანტის" ინიციატივით 57 ბავშვს საახალწლო საჩუქრები დაურიგდა.

,,ტოლერანტი“ - მეკვლე ნასაკირალში

კლიპების პრეზენტაცია. საახალწლო საჩუქრები ბავშვებს და მხიარულების პიკი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში.
24 დეკემბერს ასოციაცია ,,ტოლერანტმა“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში ქართული ენისა და კულტურის ცენტრში მიმდინარე პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის“ პრევენცია“ ფარგლებში გადაღებული სოციალური კლიპების პრეზენტაცია მოაწყო.
პრეზენტაციას სოფელში მცხოვრები რეპატრირებული მესხები ესწრებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ პრევენციის კლიპში გადმოცემული რეპატრიანტის სტატუსის მიღებამდე არსებული თანამდევი პრობლემები ნასაკირალის მოსახლეობას არ აქვს, რადგან ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან მაინც დიდი ინტერესით მიიღეს კლიპი.
. ,,მე მოვედი, რომ ახალი
მოგილოცოთ წელიწადი”

ვრცლად: ,,ტოლერანტი“ - მეკვლე ნასაკირალში

სიურპრიზი ბავშვებს

,,ეს ახალი წელიწადიც
ბედნიერად გაატარეთ!“
ასოციაცია ,,ტოლერანტმა“ მიმდინარე პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის“ პრევენცია" ფარგლებში ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანში 63, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთში 57 და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში მცხოვრებ 33 ბავშვს სიურპრიზი მოუწყო და თოვლის ბაბუასთან ერთად საახალწლო საჩუქრები გაუკეთა და გადასცა.
საახალწლო საჩუქრები გადაეცემათ ასევე ახალციხეში, თბილისსა და გორში მცხოვრებ რეპატრირებულ მესხ ბავშვებს.
.

,,ჩვენ ქართველები ვართ”

გურჯამალ მურსალოვა - ,,გეკითხებით ჯავახიშვილი და ბერიძე სადაური თურქია?”
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანში ახალმოსახლე რეპატრირებულ მესხებს ვესტუმრეთ. ხის ღობით გარშემორტყმულ გასალეს სახლს ფანჯრების ნაცვლად ორმაგი პოლიეთილენის პარკი აქვს აკრული. ეზოში ყველაფერია; ძველი ტრაქტორი, მორყეული ხის კარადა, საოჯახო ნივთები და კიდევ ვინ მოთვლის რა. ისინი ერთი თვეა რაც ოზურგეთის რაიონიდან სოფელ ნასაკირალიდან ჩამოვიდნენ. აქ ალიხან ყურაძე და მისი შთამომავლები ცხოვრობენ.

ვრცლად: ,,ჩვენ ქართველები ვართ”

ახალი ცენტრი იანეთში

12351 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ასოციაცია ,,ტოლერანტმა”, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის” პრევენცია”, ფარგლებში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთში, მე -9 უბნის წარმომადგენლობით ოფისში, საინფორმაციო და სოციალური ინტეგრაციის ცენტრი გახსნა.
საინფორმაციო და სოციალური ინტეგრაციის ცენტრის საქმიანობების მიზანია:

 

- რეპატრირებული მესხების საზოგადოებრივი ინტეგრაციის ხელშეწყობა;
- ქართული ენის, კულტურის, ისტორიის შესწავლა-გაცნობა;
- სამედიცინო მომსახურეობა;
- იურიდიული მომსახურეობა;

ვრცლად: ახალი ცენტრი იანეთში