შაბათი, 20 აპრილი 2024

იანეთი

24 დეკემბერს ასოციაცია ,,ტოლერანტმა" პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება "თვითრეპატრიაციის" პრევენცია"- ფარგლებში საინფორმაციო და სოციალური ინტეგრაციის ცენტრში სოციალური კლიპების პრეზენტაცია გამართა.

სოც.კლიპების ჩვენებას სოფელ იანეთის მოსახლეობა ესწრებოდა. კლიპებში ასახული იყო იმ რეპატრირებული მესხების პრობლემები, რომლებიც საქართველოში მოქალაქეობის გარეშე ცხოვრობენ. კლიპის მსვლელობისას დარბაზში თვალზე ცრემლმომდგარ მაყურებელსაც შენიშნავდით.
,,იანეთელ რეპატრირებულ მესხებს მსგავსი პრობლემები არაქვთ. ისინი 80-იან წლებში ჩამოვიდნენ და ყველა მათგანი უკვე მოქალაქეა, კლიპში ასახული პრობლემები იმ რეპატრირებულ მესხებს აქვთ ვინც უსაბუთოდ ჩამოდის საქართველოში",- ამბობს სკოლის რუსული ენის პედაგოგი შუქრი ურუშაძე.
კლიპების პრეზენტაციის შემდეგ სკოლის დარბაზში საახალწლო კარნავალი გაიმართა, სადაც სკოლის მოსწავლეების გარდა მონაწილეობას სოფელ იანეთის სკოლამდელი და სკოლის შემდგომი ასაკის ბავშვებიც იღებდნენ.
მათ დამსწრე საზოგადოებას ქართული ლექსები, სიმღერები და ცეკვები, მათ შორის "სამყრელო", "მუხა წონწილებს", "ავთანდილ გადინადირა", "ცელო მოუსვი ბალახსა", "ლაშქრული", "მრავალჟამიერი" - შეასრულეს. კონცერტის შემდეგ ასოციაცია "ტოლერანტის" ინიციატივით 57 ბავშვს საახალწლო საჩუქრები დაურიგდა.