Copyright 2019 - Created by Tamar Samsonidze

dscn0369ახალციხეში, ასოციაცია ,,ტოლერანტის" ოფისში შტაფფ რვა საათზე შეიკრიბა. ცხრის ნახევრისთვის უკვე სამცხე-ჯავახეთის ცენტრალური ქალაქი დავტოვეთ. სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთში პირველად მივდივარ, ამ სოფელზე მხოლოდ ის ვიცი, რომ იქ რეპატრიანტი მესხები ცხოვრობენ.

შემდეგ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალს უნდა ვესტუმრო, ის სოფელიც რეპატრიანტებითაა დასახლებული.

dscn0400გზა აწმყოდან წარსულისკენ!

ახალციხიდან დასავლეთ საქართველომდე საკმაოდ გრძელი და დამღლელი გზაა, თუმცა იმ დღეს განცდებმა თითქოს დაამოკლა ის.

ვიცოდით, რომ გველოდნენ, გველოდნენ მესხები!

13 მარტს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტი” იანეთსა და ნასაკირალში მცხოვრები მესხების მოსანახულებლად გავემგზავრეთ.

მას შემდეგ რაც საქართველომ ევროკავშირის წინაშე ვალდებულება აიღო სამცხე-ჯავახეთიდან დეპორტირებული მოსახლეობის სამშობლოში დაბრუნების საკითხი მწვავედ დადგა. საზოგადოება ამ საკითხს იმთავითვე არაერთგვაროვნად შეხვდა.

420 ათასამდე მესხიდან საქართველოში დაბრუნების სურვილი 60 ათასამდე ადამიანმა გამოთქვა. თუმცა ამ დრომდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადასახლებულ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში 7 ათასამდე განაცხადია შესული. 1969-2010 წლებში 200 - მდე ოჯახი უკვე ჩამოსახლდა საქართველოს რამდენიმე რაიონსა და სოფელში.

30 ნოემბერს ,,მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტში“ სოციალური კლიპების პრეზენტაცია გაიმართა.
კლიპების გადაღება ასოციაცია ,,ტოლერანტის“ მიერ განხორციელებული პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის“ პრევენცია“ ფარგლებში განხორციელდა.
პირველი კლიპი ჰუმანიტარული ხასიათისა, ხოლო მეორე კლიპი პროექტის სახელწოდებიდან გამომდინარე ,,თვითრეპატრირებულების“ პრევენციას ეხება.
პროექტი - ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დამხარება ,,თვითრეპატრიაციის“ პრევენცია“ ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.

6 ნოემბერს ისლამური სამყარო ყურბან- ბაირამობის პირველ დღეს აღნიშნავს. ბაირამობის მთავარ ცენტრს წარმოადგენს წმინდა ქალაქი მექა და მისი ქააბე, სადაც ჰაჯობის რიტუალს ასრულებს მილიონობით მორწმუნე.

დილის ლოცვის შემდეგ მორწმუნეები მინას მთაზე ეშმაკის ჩაქოლვის რიტუალს ასრულებენ, აქედან კვლავ ქააბეს დაბრუნდებიან, განიწმინდებიან წმინდა ქააბისადმი სამჯერ შემოვლით, ბოლოს მსხვეპლსაც შეწირავენ და გახდებიან ჰაჯები, ე.ი. პილიგრიმები.

sacuqrebis gadacema nasakiralsiასოციაცია ,,ტოლერანტი” 13 მარტს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალს სტუმრობდა. იანეთსა და ნასაკირალში რეპატრიანტი მესხები ცხოვრობენ.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტის” ვიზიტი სამტრედიასა და ოზურგეთში პროექტ ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება, ,,თვითრეპატრიაციის” პრევენცია” ფარგლებში” განხორციელდა.
სოფელ ნასაკირალში ასოციაცია ,,ტოლერანტი” ადგილობრივებს შეხვდა.
ასოციაცია ,,ტოლერანტის” თავმჯდომარე ცირა მესხიშვილმა რეპატრიანს მესხებს, პროექტის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა.   ,,თქვენ გაქვთ პრობლემები, ამიტომაც ჩვენ, თქვენთან ვართ და გვინდა ამ პრობლემების მოგვარებაში მაქსიმალურად დაგეხმაროთ”, - განაცხადა ცირა მესხიშვილმა.

24 ოქტომბერს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტის“ წარმომადგენლობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტ სოფელ ნასაკირალს სტუმრობდა.
პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის’’ პრევენცია“ ფარგლებში გახსნილ ქართული ენისა და კულტურის ცენტრში მიმდინარე სამუშაოების შეჯამების შემდეგ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მეხიშვილი სოფელშირეპატრირებულ მესხ მოსახლეობას შეხვდა.

,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის” პრევენცია” ფარგლებში გამართულ პირველ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტის” მიერ განხორციელდა, შეფასებებს, რეკომენდაციებსაც მოიცავდა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიებასაც ეხებოდა.
ქეთევან ხუციშვილი ევროკავშირის წარმომადგენელი - ,,ადამიანის უფლებების დაცვა არის საერთოდ საწყისი საქარველოს ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგისა.

განმცხადებელი: სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტი“.
წინადადებები მიიღება: 17.10.2011–დან 07.11.2011–მდე
მაქსიმალური ღირებულება: 16400 ევროს ეკვივალენტი ლარებში
ავტომობილის წლოვანება: 2008 წლიდან – დღემდე
გარბენი: ახალი ან არაუმეტეს 60 000 კილომეტრისა
ავტომობილის ტიპი: მინივენი ან ჯიპი
საწვავის ტიპი: სასურველია დიზელი
გადაცემათა კოლოფი: ავტომატური (შესაძლებელია ტიპტრონიკი)
ფერი: სასურველია ვერცხლისფერი, ან სხვა ღია ფერები (არა შავი, წითელი და ყვითელი)

სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურმა ასოციაცია ,,ტოლერანტმა’’ მიმდინარე პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის“ პრევენცია“ ფარგლებში საქართველოში მცხოვრებ ყველა რეპატრირებულ მესხ სკოლის მოსწავლეს სასწავლო სახელმძღვანელები შეუძინა და გადასცა.
,,მადლობლები ვართ“, ,,დიდი საქმე გაგვიკეთეთ“, ,,ყველა წიგნის ყიდვას ვერადსდროს ვახერხებდით, ახლა კი მადლობის მეტი რა გვეთქმის“ - წიგნების გადაცემის დროს ხშირად ისმოდა ეს ფრაზები.
ამ ეტაპისთვის სახელმძღვანელოების დარიგება სამტრედიის, ოზურგეთის, ახალციხის, ადიგენის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები რეპატრირებული მესხი ბავშვებისთვის უკვე დასრულებულია.
ასოციაცია ,,ტოლერანტი“ ყველა მოსწავლეს კარგ სწავლას და წინსვლას უსურვებს.

f t g