პარასკევი, 29 მარტი 2024

,,ტოლერანტი” ტოლერანტობისათვის

,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის” პრევენცია” ფარგლებში გამართულ პირველ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტის” მიერ განხორციელდა, შეფასებებს, რეკომენდაციებსაც მოიცავდა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიებასაც ეხებოდა.
ქეთევან ხუციშვილი ევროკავშირის წარმომადგენელი - ,,ადამიანის უფლებების დაცვა არის საერთოდ საწყისი საქარველოს ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგისა.

 

ადამიანის უფლებების დაცვა იძულებითი მიგრაციისას ბუნებრივია არის ის მტკივნეული თემა, რომელზეც ევროკავშირი ყურადღებას ამახვილებს, სწორედ ეს გახლდა განმაპირობებელი იმისა, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ ერთდ დროში დიდ მაშტაბიანი პროექტის დაფინანსება იძულებით გადასახლებული ადამიანების შესახებ. მოხარული ვიქნებით თუ გვექნება პოლიტიკური დებატებისკენ მიმავალი თანამშრომლობა.
ყოველთვის მოგვმართეთ და მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც ამ პრობლემის გაადაჭრასთან არის კავშირში”.


ოლივერ რაისნერი ევროკავშირის წარმომადგენელი - ,,ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანიაა და ამიტომაც დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ევროკავშირი მზად არის დახემაროს მათ ვინც არალეგალურად არის ჩამოსულია და ვინც ჩამოსვლას აპირებს. თვითრეპატრიაციის პრევენცია ძალიან კარგი იქნება მომავალი პოტენციური რეპატრიანტებისათვის. ვიმოძრაოთ წინ ამ საკითხებში”.


სამუშაო ჯგუფები
სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტის” ახალი პროექტის - ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის” პრევენცია”, ფარგლებში ჩატარებულ სამუშაო შეხვედრაზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფები: მედიის ჯგუფი, განათლების ჯგუფი, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფი და ადვოკატირების ჯგუფი.


ganatklebis jgufiგანათლების ჯგუფი
განათლების ჯგუფი დაკომპლექტებული იყო ამ სფეროში მომუშავე ადამიანებით ახალციხიდან, სამტრედიიდან, აბასთუმნიდან და თბილისიდან. მათ ჩამოაყალიბეს თავიანთი შეხედულებები ახალ პროექტთან დაკავშირებით.
განათლების ჯგუფის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს დეპორტირებული მოსწავლეები და სტუდენტები, მომავალი რეპატრიანტები, პედაგოგები, მშობლები და ,,მასპინძელი” მხარე, ანუ მთლიანად საზოგადოება.
ჯგუფის წევრების აზრით ძირითადი პრობლმები დაკავშირებული მათ სამიზნე ჯგუფებთან არის შემდეგი:
• ინტეგრაციასთან დაკავშირებული სირთულე;
• დეპორტირებულთა თუ რეპატრირებულთ მიმართ ინდივიდუალური მიდგომის საჭიროება;
• ატესტატის მიღებასთან დაკავშირებული სიძნელეები;
• ინფორმირებულობის დაბალი დონე;
პრობლემების წამოჭრასთან ერთად ჯგუფმა წარმოადგინა მათი გადაჭრის შესაძლო ვარიანტები. მათი აზრით, საჭიროა სკოლებისა და ცენტრების ერთობლივი ძალისხმევა, შეხვედრები სამინისტროსთან, საზოგადოების მომზადება, სხვადასხვა საზაფხულო სკოლები, სადაც ერთად დაისვენებენ როგორც ქართველი, ისე დეპორტირებული თუ რეპატრირებული მესხი ბავშვები და სხვა.

mrdiaმედია ჯგუფი
შეხვერდაზე, მედია ჯგუფის ჩამოყალიბებამდე, კომენტარი სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენელმა ბექა მინდიაშვილმა გააკეთა - ,,მედია ფაქტობრივად ერთის მხრივ იგნორირებას უკეთებს მესხებთან დაკავშირებულ პრობლემებს, ან თუ გადავხედავთ გასულ წლებს ვნახავთ, რომ ძირითადად გაშუქება არის გაჯერებული ნეგატიური სტერეოტიპებით, ისეთი წარდგენებითა და ხატების შექმნით, რომელიც არა ინტეგრაციას, არამედ ერთიანი კოლექტიური მტრის ხატის შექმნას ემსახურება”.
მედიის ჯგუფი სახელწოდებიდან გამომდინარე, სამუშაო შეხვედრაზე მიწვეული ჟურნალისტებით დაკომპლექტდა.

რას უნდა ითვალისწინებდეს ჟურნალისტი, როცა რეპატრიანტ მესხებზე წერს:

1. ტერმინი;
2. ისტორიული კონტექსტი;
3. გლობალური კონტექსტი;
4. კანონმდებლობა;
5. სტატუსი-რეგისტრაცია-განათლება;
6. ჯანდაცვა და სოციალური პრობლემები;
7. იდენტობის საკითხი;
8. თემის კომპლექსურობა;


სტანდარტები:
1. ყველა მხარის გათვალისწინება; (ინტერესების და მოტივაციების გაანალიზება)
2. დანაშაულის დროს იდენტიფიცირების საკითხი;
3. არაშემწყნარებლური აზრის ტირაჟირების საკითხი;
4. ტერმინი მესხი,
რეპატრიორებული მესხი;
მუსულმანი მესხი;
გვარი და სახელი;


გადაჭრის გზები:
1. საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი;
2. თემის ცოცხლად გაშუქება; (ერთი დღე მათთან, ტერასების ისტორია, მოგონებები, პოზიტიური მაგალითები)
3. ლოკალური მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება/გაანალიზება
4. დისკუსიებისა და მრგვალი მაგიდების ორგანიზება;
5. ისტორიული ტოლერანტული კონტექსტის და თანამდეროვე ტოლერანტული კონტექსტის წარმოჩენა;
6. ტრენინგებისა და სემინარების ორგანიზება ჟურნალისტებისთვის ამ თემაზე;
7. კონკურსი.

worcshops pictures 175სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფი
სამოქალაქო საზოგადოების როლი:
1. საზოგადოების ინფორმირება (როგორც მესხების , ასევე ადგილობრივი მოსახლეობისა და მთლიანად საზოგადოების )
    1.1. ინფორმაციული ბიულეტინი;
    1.2. საინფორმაციო კლიპები;
    1.3. ბეჭვდით და ელექტრონულ მედიასთან თანამშრომლობა;
    1.4. მესხური თემების შეხვედრები სხვადასხვა კომპეტენტურ პირებთან (მთავრობა, ექსპერტები, მკვლევარები და ა.შ)
2. სამოქალაქო საზოგადოების განვითარება მესხურ თემებს შორის
    2.1. მესხებს შორის ადამიანური რესურსების შესწავლა;
    2.2. მესხების საინიციატივო ჯგუფების შექმნა და მათი პარტნიორებად ჩართვა გამოცდილი NGO-ების საქმიანობაში;
    2.3. ტრენინგები (ლიდერული უნარ-ჩვევები, საგრანტო განაცხადების წერა);
    2.4. მცირე გრანტების გაცემა;
3. სოციალურ – ეკონომიკური ხელშეწყობა
    3.1. ტრენინგი ბიზნეს გეგმების შექმნასა და მართვაში;
    3.2. მცირე ბიზნესის წამოწყების ხელშეწყობა
    3.3. დახმარება სოფლის მეურნეობის დარგში
4. სამეცნიერო მუშაობა
    4.1. კვლევები: საჭიროებების კვლევა, დამოკიდებულების კვლევა, მონაცემთა ბაზა
    4.2. იდენტობის კვლევა;
    4.3. მესხების მონათხრობების შეკრება და გამოქვეყნება;
5. რელიგიური შემწყნარებლობის დამკვიდრება
    5.1. იმ სკოლებში, სადაც სწავლობენ მესხი ბავშვები, რელიგიური შემწყნარებლობის გაკვეთილების ჩატარება;
    5.2. კლიპები, ფილმები;
6. გენდერი
    6.1. გენდერული ბალანსის დაცვის მოთხოვნა ყველა ღონისძიებაში;
    6.2. ტრენინგი;
7. ადვოკატირება/ ლობირება
8. თვითმმართველობისა და მესხური თემების შეხვედრა/გაცნობა/ტრენინგები;
9. ურთიერთობის დამყარება ქართულ ორგანიზაციებსა და რუს, აზერბაიჯანულ ორგანიზაციებს შორის;


worcshops pictures 171ადვოკატირების ჯგუფი
,,თვითრეპატრირებულთა” პრობლემები: (24 ოჯახი)
1. სტატუსის არ ქონის გამო:
    1.1. შეღავათების უქონლობა (ჯანდაცვა, სოც. პროგრამები, უფასო განათლება)
   1.2. ფორმალიზებული განათლების მიღების შეუძლებლობა;
   1.3. უძრავი ქონების (მიწის) – კარ/მიდამო) შეძენისა და დაკანონების შეუძლებლობა;
   1.4. პოლიტიკური უფლებების არ ქონა;
სტატუსის არქონის მიზეზები:
1. საქართველოს კანონმდებლობის არცოდნა/არაინფორმირებულობა;
2. დეზინფორმაცია;
3. დოკუმენტაციის მოძიების სირთულე;
4. ენობრივი ბარიერი (ინგლისურ ენაზე);
5. საკონსულტაციო ცენტრების არარსებობა;


საქართველოს მოქალაქეობის ალტერნატიული გზით მიღებაზე ინტერესების არარსებობა:
1. არ უნდათ უარი თქვან აზერბაიჯანის მოქალაქეობაზე (პენსია, უკან დაბრუნების შანსის დაკარგვის შიში, გარანტიები საქართველოში);
2. არ უნდათ დაკარგონ მორალური რეაბილიტაციის შანსი;
რეკომენდაცია:
1. საინფორმაციო მუშაობა- 24 ოჯახთან- სტატუსის მოპოვების გზებზე;
2. ხელისუფლებასთან ლობირება – ლეგალური სტატუსის მოსაპოვებლად გაშვებული ვადის აღსადგენად, ან დამატებითი ვადების განსაზღვრისათვის;
3. ლობირება საქართველოში სწავლების ფორმალიზებაში მხარდასაჭერად შესაბამის სამინისტროებთან;


რეკომენდაციები “თვითრეპატრირებულთა” პრევენციისათვის:
1. საინფორმაციო მუშაობა (როგორც საქართველოში, ისე აზერბაიჯანში) – რა ელოდებათ სტატუსის გარეშე თვითრეპატრირებისას;
2. ლობირება ხელისუფლებასთან – ვადები იყოს ან გაიზარდოს 10 წლით- ავირიდოთ თვითრეპატრიაცია;
3. ინფორმირება მოქალაქეობის მიღების ალტერნატიულ გზებზე;


რეკომენდაციები რეპატრირებულთა ინტეგრაციის და ადაპტაციის გასაუმჯობესებლად:
1. ადგილობრივ მოსახლეობასთან და მედიასთან მუშაობა ტერმინი ,,თურქი-მესხის” ხმარებიდან ამოსაღებად;
2. ,,მათ” მიმართ ყველაზე მისაღები ტერმინის შემუშავება;