სამშაბათი, 23 აპრილი 2024

სასწავლო წიგნები საჩუქრად

სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურმა ასოციაცია ,,ტოლერანტმა’’ მიმდინარე პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის“ პრევენცია“ ფარგლებში საქართველოში მცხოვრებ ყველა რეპატრირებულ მესხ სკოლის მოსწავლეს სასწავლო სახელმძღვანელები შეუძინა და გადასცა.
,,მადლობლები ვართ“, ,,დიდი საქმე გაგვიკეთეთ“, ,,ყველა წიგნის ყიდვას ვერადსდროს ვახერხებდით, ახლა კი მადლობის მეტი რა გვეთქმის“ - წიგნების გადაცემის დროს ხშირად ისმოდა ეს ფრაზები.
ამ ეტაპისთვის სახელმძღვანელოების დარიგება სამტრედიის, ოზურგეთის, ახალციხის, ადიგენის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები რეპატრირებული მესხი ბავშვებისთვის უკვე დასრულებულია.
ასოციაცია ,,ტოლერანტი“ ყველა მოსწავლეს კარგ სწავლას და წინსვლას უსურვებს.