ხუთშაბათი, 26 დეკემბერი 2024

არქივი

რეპატრირებული მესხი ბავშვები ,,Brave Kids" ფესტივალზე

საქართველოში მცხოვრები რეპატრირებული ბავშვები ,,Brave Kids"-ის ფესტივალში იღებენ მონაწილეობას.
ზაფარ ცაცანიძე, თემურ ბექაძე, საბა კამალოვი, აბას მეხრიევი და აიდა ლაზიშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია „ტოლერანტთან“ არსებულ ანსამბლ, „ფესვების“ წევრებიან არიან. ბავშვები ფესტივალზე სწორედ ასოციაცია „ტოლერანტმა“ გააგზავნა.
ანსამბლ „ფესვების“ წევრები უკვე სამი კვირაა ევროპის რამდენიმე ქალაქში კონცერტებს მართავს. გარდა ქართველებისა, ფესტივალში კიდევ 14 ქვეყნის 100-მდე ბავშვი მონაწილეობს. ისინი ფესტივალზე თავიანთ ნაციონალურ ცეკვებსა და სიმღერებს წარმოადგენენ.
მესხმა ბავშვებმა ქართული ცეკვები (,,აჭარული", ,,მთიულური")  სხვა ქვეყნების მონაწილეებთან ერთად, ასობით მაყურებლის წინაშე პოლონეთის ქალაქებში - ვროცვავსა და კროშნიცაში უკვე წარადგინეს. კონცერტებმა ანშლაგით ჩაიარა.
„როცა ქართვეელი ბავშვები სცენაზე გამოდიან ტანში ჟრუანტელი მივლის“, - ამბობს პოლონური ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი.
ფესტივალი „Brave Kids“ უინესკოსა და პოლონეთის კულტურის სამინისტროს პატრონაჟით უკვე მესამე წელია ტარდება. ჩინელ, უგანდელ, პოლონელ, ქართველ, ებრაელ, რუმინელ, ტანზანიელ, ნორვეგიელ, ბულგარელ, ყირგიზ, ჩეხ, ზიმბაბვეველ და ბერძენ ბავშვებს ერთობლივი ვორქშოფებიც ჩაუტარდათ, სადაც ისინი ერთმანეთს თქავიანთ ნაციონალურ ცეკვებსა და სიმღერებს ასწავლიდნენ.
ფესტივალის დასკვნითი საღამო დღეს, 10 ივლისს პარიზში იუნესკოს შენობაში გაიმართება. ამ წუთისთვის დარბაზში საფინალო კონცერტის რეპეტიცია მიმდინარეობს.
„ცოტა ვღელავ, იუნესკოში ამდენი მაყურებლის წინაშე გამოსვლა დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა ვფიქრობ, ყველაფერს კარგად გავაკეთებთ და მაყურებელს აქაც მოვაწონებთ თავს“, - ამბობს ფესტივალის ქართველი მონაწილე თემურ ბექაძე.

,,ტოლერანტის“ მორიგი ქველმოქმედება

29 აპრილს, პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის“ პრევენცია“ ფარგლებში ასოციაცია ,,ტოლერანტმა“ ლუბლიანას ქუჩაძე, ავტობუსში მძიმე პირობებში მცხოვრებ ყურაძეების ოჯახს ხილი,ტკბილეული და სასურსათო პროდუქტი გადასცა. .
გლდანში მცხოვრებ რეპატრირებულ მესხებს ასოციაცია ,,ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი, ფსიქოლოგი მანანა სვიმონიშვილი, პროექტის კოორდინატორი თამარ სამსონიძე და ცხელი ხაზის კოორდინატორი ნინო ზუმბაძე ესტუმრა. მესხებთან საუბრისას გამოიკვეთა სურვილი დასაქმების მიზნით პროფესიის და ქართული ენის კურსების შესწავლისა. ასოციაცია ,,ტოლერანტმა“ რეპატრირებულ მესხებს კომპეტენციის ფარგლებში დახმარება აღუთქვა.

კონკურსი სოციალური კლიპის მომზადება-გადაღებაზე.

ორგანიზაცია: ასოციაცია ,,ტოლერანტი”
გამოქვეყნების თარიღი: 21 ივნისი
ბოლო ვადა: 18 ივლისი
სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტი” აცხადებს კონკურსს სოციალური კლიპის სცენარის მომზადება-გადაღებაზე, ,,ევროკავშირის” მიერ დაფინანსებული პროექტის: ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება - ,,თვითრეპატრიაციის” პრევენცია” ფარგლებში.” .

ვრცლად: კონკურსი სოციალური კლიპის მომზადება-გადაღებაზე.

რეპატრირებული ქალები ფსიქოლოგს ხვდებიან

19 მაისს პროექტის „რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება „თვითრეპატრიაციის“ პრევენცია“, ფარგლებში ფსიქოლოგი მანანა სვიმონიშვილი რეპატრირებულ მესხ ქალებს შეხვდა. სამ საათიანი შეხვედრის პირველი ნაწილი გაცნობითი ხასიათის იყო, მეორე და მესამე ნაწილი კი თეორიულ და პრაქტიკულ სამუშაოებს დაეთმო. განხილული იყო შემდეგი საკითხები; რა არის ფსიქოლოგია, ფსიქოთერაპია, რას უნდა ველოდოთ ფსიქოლოგისგან, როგორ ვმართოთ ნეგატიური ემოცია, როგორ ვმართოთ სტრესი, ნეგატიური ბლოკებისგან განთავისუფლება და სხვა.
„ ყველაზე მეტი სტრესის მართვაზე ვიმუშავეთ. ერთი შეხვედრა არ არის საკმარისი მსგავს თემებზე სამუშაოდ, თუმცა მათ უკვე აქვთ გარკვეული წარმოდგენა ამ საკითხებზე “,- განმარტა ფსიქოლოგმა მანანა სვიმონიშვილმა.

ვრცლად: რეპატრირებული ქალები ფსიქოლოგს ხვდებიან

,,მშვიდობის კორპუსის” მოხალისე ასოციაცია ,,ტოლერანტში”

keliსამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია ,,ტოლერანტს” აგვისტოდან ,,მშვიდობის კორპუსის” მოხალისე ეყოლება.

კელი გალლაგერი ამერიკის შეერთებული შტატებიდანაა. ის ორი წლის განმავლობაში საქართველოში, კერძოდ ახალციხეში იცხოვრებს და ასოციაცია ,,ტოლერანტში” იმუშავებს. კელი გალლაგერი სანამ ,,მშვიდობის კორპუსის” მოხალისე გახდებოდა ვაშინგტონში ,,უნივერსიტეტის ქალთა ამერიკული ასოციაციის” პროგრამის უფროს ოფიცრად მუშაობდა.
ის სხვადასხვა დროს განსხვავებულ ამერკული ორგანიზაციებში იყო დასაქმებული და დიდი გამოცდილება აქვს არასამთავრობო სექტორში საქმიანობის.

ვრცლად: ,,მშვიდობის კორპუსის” მოხალისე ასოციაცია ,,ტოლერანტში”

,,ორისის“ პროგრამის კურსდამთავრებულები

img 207117 ივნისს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ასოციაცია ,,ტოლერანტმა“ პრაქტიკული ბუღალტერიის ,,ორისის“ პროგრამის შემსწავლელი მეხუთე კურსი გამოუშვა.

სასწავლო კურსის ხანგძლივობა ორ თვესა და 32 საათს მოიცავს. კურსის დასრულების შემდეგ ტარდება ტესტირება და გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.

ლექციებს უძღვება ,,ბაფის“ სერთიფიცირებული პროფესიონალი ბუღალტერი -ნინელი ქენქაძე.
სერთიფიკატები კურსდამთავრებულებს ასოციაცია ,,ტოლერანტის“ მენეჯერმა გოჩა ნათენაძემ გადასცა - ,,მოგილოცავთ კურსის დამთავრებას და წარმატებებს გისურვებთ სამომავლო საქმიანობებში“, - უთხრა მან მსმენელებს.

ვრცლად: ,,ორისის“ პროგრამის კურსდამთავრებულები

,,ტოლერანტში" ფსიქო–სარეაბილიტაციო ლექცია/სემინარები ამოქმედდა

ფსიქო–სოციალური რეაბილილიტაციის კურსები თბილისში,ლუბლიანას ქუჩაზე ავტობუსში მცხოვრები ყურაძეების ოჯახით დაიწყო, როგორც მოსალოდნელი იყო, ფსიქოლოგიური პრობლემების უმთავრესი მიზეზი ოჯახის მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები გამოდგა. ამ მიზეზის აღმოფხვრის, ანდა ამ მიმართულებით რეალური შედეგების მომტანი ღონისძიებების გარეშე ფსიქორეაბილიტაციის პროცესის დაწყება უკუნაჩვენები იქნებოდა.
ფსიქორეაბილიტაციის პროცესის პირველი და აუცილებელი ნაბიჯი, "პაციენტის" ნდობის მოპოვება-საყოფაცხოვრებო პრობლემების შემსუბუქების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. პროცესის დაჩქარების მიზნით ფსიქოლოგი მანანა სვიმონიშვილი თვითონ ჩაერთო საყოფაცხოვრებო პრობლემის მოგვარებაში.

ვრცლად: ,,ტოლერანტში" ფსიქო–სარეაბილიტაციო ლექცია/სემინარები ამოქმედდა

,,ქართულის გაკვეთილები მომწონს”

dscn0782სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტი” ახალი პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება თვითრეპატრიაციის პრევენცია”, ფარგლებში რეპატრირებული მესხებისთვის ქართული ენის გაკვეთილებს ახორციელებს.

ქართულის ენის გაკვეთილები საბარგო სადგურის დასახლებაში კვირაში ორჯერ ტარდება.

ასოციაცია ,,ტოლერანტი” რეპატრირებული მესხის სულეიმანოვი იუსუფის სახლში ერთ ოთახს ქირაობს გაკვეთილებისთვის.

ვრცლად: ,,ქართულის გაკვეთილები მომწონს”

მორიგი სამუშაო შეხვედრა

პროექტის „რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება „თვითრეპატრიაციის“ პრევეცია“, ფარგლებში ასოციაცია „ტოლერანტში“ მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაგემილ მცირე გრანტებს დაეთმო. შეხვედრაზე თემის მობილიზატორებმა სამუშაო გრაფიკი დაგეგმეს.

„ყველა რეპატრირებულ მესხთან უნდა მივიტანოთ ინფორმაცია გრანტების შესახებ. კარგად უნდა ავუხსნათ თუ რა ტიპის პროექტებზე გაიცემა მცირე გრანტები, რომ მათ შეძლონ პროექტში წარმატებულად მონაწილეობა“, - განუმარტა შეხვედრაზე მობილიზატორებს ასოციაციის მენეჯერმა გოჩა ნათენაძემ.
25 მაისს ფერმერებისთვის „ელკანას“ სპეციალისტები ტრენინგს ჩაატარებენ. მანამდე კი მობილიზატორები მათ გრანტების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას ოჯახებში მიაწვდიან.

„უკვე შემუშავებული გვაქვს კრიტერიუმები რითაც მოხდება მათი ბიზნეს იდეების შეფასება. მზად გვაქვს რეგისტრაცის ფორმები რომლებსაც ფერმერებს გადაეცემათ“,- განმარტა ახალციხეში თემის მობილიზატორმა პავლე გიქოშვილმა.

ავტობუსში მცხოვრები ოჯახის პრობლემები

26 აპრილს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტი“ მიმდინარე პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის“ პრევენცია“ ფარგლებში ყურაძეების ოჯახს ეწვია.
თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე, ქართული კინოსტუდიის ტერიტორიაზე მდებარე ავტოსადგომზე, მიტოვებულ ძველ ავტობუსში რეპატრირებული მესხი ყურაძეების ოჯახი ცხოვრობს. ინფორმაცია ამ ოჯახზე იხილეთ აქ (,,ცხოვრება მიტოვებულ ავტობუსში") შვიდსულიან ყურაძეების ოჯახს მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში უწევს ცხოვრება.

ვრცლად: ავტობუსში მცხოვრები ოჯახის პრობლემები