პარასკევი, 27 დეკემბერი 2024

მორიგი სამუშაო შეხვედრა

პროექტის „რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება „თვითრეპატრიაციის“ პრევეცია“, ფარგლებში ასოციაცია „ტოლერანტში“ მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაგემილ მცირე გრანტებს დაეთმო. შეხვედრაზე თემის მობილიზატორებმა სამუშაო გრაფიკი დაგეგმეს.

„ყველა რეპატრირებულ მესხთან უნდა მივიტანოთ ინფორმაცია გრანტების შესახებ. კარგად უნდა ავუხსნათ თუ რა ტიპის პროექტებზე გაიცემა მცირე გრანტები, რომ მათ შეძლონ პროექტში წარმატებულად მონაწილეობა“, - განუმარტა შეხვედრაზე მობილიზატორებს ასოციაციის მენეჯერმა გოჩა ნათენაძემ.
25 მაისს ფერმერებისთვის „ელკანას“ სპეციალისტები ტრენინგს ჩაატარებენ. მანამდე კი მობილიზატორები მათ გრანტების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას ოჯახებში მიაწვდიან.

„უკვე შემუშავებული გვაქვს კრიტერიუმები რითაც მოხდება მათი ბიზნეს იდეების შეფასება. მზად გვაქვს რეგისტრაცის ფორმები რომლებსაც ფერმერებს გადაეცემათ“,- განმარტა ახალციხეში თემის მობილიზატორმა პავლე გიქოშვილმა.