ოთხშაბათი, 24 აპრილი 2024

ავტობუსში მცხოვრები ოჯახის პრობლემები

26 აპრილს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტი“ მიმდინარე პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის“ პრევენცია“ ფარგლებში ყურაძეების ოჯახს ეწვია.
თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე, ქართული კინოსტუდიის ტერიტორიაზე მდებარე ავტოსადგომზე, მიტოვებულ ძველ ავტობუსში რეპატრირებული მესხი ყურაძეების ოჯახი ცხოვრობს. ინფორმაცია ამ ოჯახზე იხილეთ აქ (,,ცხოვრება მიტოვებულ ავტობუსში") შვიდსულიან ყურაძეების ოჯახს მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში უწევს ცხოვრება.

მიმდინარე პროექტის ფარგლებში ოჯახს ასოციაცია ,,ტოლერანტის’’ წარმომადგენლობა და ფსიქოლოგი მანანა სვიმონიშვილიც ეწვია. . ყურაძეებთან სტუმრობისას გაირკვა, რომ ოჯახს არ აქვს გადახდილი რძლის საკეისრო კვეთის ოპერაცის თანხა - 980 ლარი, რის გამოც ოჯახმა ვერ მიიღო ე.წ. გაცვლა–გამოცვლის ბარათი, ( გაცვლა-გამოცვლის ბარათს კონსულტაციაში ხელზე აძლევენ ფეხმძიმეს ბოლო ვიზიტის შემდეგ - 36 კვირაზე), რომელიც აუცილებელი პირობაა ჩვილის სამედიცინო აღრიცხვაზე ასაყვანად და შესაბამისი მკურნალობის ჩასატარებლად.
წლინახევრის გუგა მელაძეს სწორედ აღნიშნული ბარათის არარსებობის გამო არ აქვს ჩატარებული არცერთი გეგმიური აცრა, როგორც ოჯახის წევრები ამბობენ პატარას სამედიცინო დახმარებაზე უარი თქვა სასწრაფო დახმარებაც.
დასახმარებლად ოჯახმა თხოვნით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. დედის განცხადების საფუძველზე სამინისტროს სამედიცინო მედიაციის სამსახურმა აღძრა შუამდგომლობა ყურაძეების ოჯახის დავალიანების ანულების შესახებ, რის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა ბავშვის სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება.
რვა წელია ყურაძეები უკვე ავტობუსში ცხოვრობენ, ბინის პრობლემის მოგვარების თაობაზე ასოციაცია ,,ტოლერანტის“ წარმომადგენელი მანანა სვიმონიშვილი ესაუბრა თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს თეა შათირიშვილს და რაიონის გამგებლის მოადგილეს აკაკი დარასელიას.