პარასკევი, 27 დეკემბერი 2024

ახალციხე- სუფთა ქალაქი

11 მაისს ახალციხეში ახალციხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და „USAID “ მიერ დაფინანსებული დემოკრატიული თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში დასუფთავების აქცია მოეწყო; „ახალციხე -სუფთა ქალაქი“.
დასუფთავების აქციაში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობა ასოციაცია „ტოლერანტმაც“ მიიღო. სამხატვრო სკოლის მიმდებარე ტერიტორია „ტოლერანტის“ თანამშრომლებმა და „პირობითი მსჯავრდებული „პრობაციონერი“ ახალგაზრდების უფლებების დაცვა და მათი საზოგადოებაში რესოციალიზაცია“,-ფარგლებში შექმნილი „მოხალისეთა ფოკუს ჯგუფებმა“ დაასუფთავეს.
აქცია ორი ნაწილისგან შედგებოდა; პირველი ნაწილი საინფორმაციო კამპანიას დაეთმო, რომლის ფარგლებშიც ყველა ქუჩის მცხოვრებლებს საინფორმაციო მასალა-განცხადებები დაურიგდა. მეორე ნაწილის მიხედვით კი არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სასწავლო დაწესებულებებმა წინასწარ შედგენილი გრაფიკით მათთვის განკუთვნილი უბნები დაასუფთავეს.