პარასკევი, 27 დეკემბერი 2024

,,მშვიდობის კორპუსის” მოხალისე ასოციაცია ,,ტოლერანტში”

keliსამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია ,,ტოლერანტს” აგვისტოდან ,,მშვიდობის კორპუსის” მოხალისე ეყოლება.

კელი გალლაგერი ამერიკის შეერთებული შტატებიდანაა. ის ორი წლის განმავლობაში საქართველოში, კერძოდ ახალციხეში იცხოვრებს და ასოციაცია ,,ტოლერანტში” იმუშავებს. კელი გალლაგერი სანამ ,,მშვიდობის კორპუსის” მოხალისე გახდებოდა ვაშინგტონში ,,უნივერსიტეტის ქალთა ამერიკული ასოციაციის” პროგრამის უფროს ოფიცრად მუშაობდა.
ის სხვადასხვა დროს განსხვავებულ ამერკული ორგანიზაციებში იყო დასაქმებული და დიდი გამოცდილება აქვს არასამთავრობო სექტორში საქმიანობის.

 

15 ივლისს ,,მშვიდობის კორპუსის” ყველა მოხალისე თავიანთ მასპინძელ ორგანიზაციებს ესტუმრნენ გასაცნობად. კელი გალლაგერი ოთხი დღით ასოციაცია ,,ტოლერანტს” სტუმრობდა. გაეცნო ორგანიზაციის საქმიანობას, შეხვდა მომავალ თანამშრომლებს და რამდენიმე დღის განმავლობაში იმუშავა მათთან ერთად.

18 ივნისს საქართველოში ჩამოსული ყველა მოხალისე ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაბრუნდა. კელი გალლაგერი სოფელ კორტანეტში ცხოვრობს. მოხალისეები იქ კიდევ ერთს თვეს დაყოფენ, შემდეგ კი თავიანთ ორგანიზაციებში განაწილდებიან.