შაბათი, 24 სექტემბერი 2022

,,ორისის“ პროგრამის კურსდამთავრებულები

img 207117 ივნისს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ასოციაცია ,,ტოლერანტმა“ პრაქტიკული ბუღალტერიის ,,ორისის“ პროგრამის შემსწავლელი მეხუთე კურსი გამოუშვა.

სასწავლო კურსის ხანგძლივობა ორ თვესა და 32 საათს მოიცავს. კურსის დასრულების შემდეგ ტარდება ტესტირება და გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.

ლექციებს უძღვება ,,ბაფის“ სერთიფიცირებული პროფესიონალი ბუღალტერი -ნინელი ქენქაძე.
სერთიფიკატები კურსდამთავრებულებს ასოციაცია ,,ტოლერანტის“ მენეჯერმა გოჩა ნათენაძემ გადასცა - ,,მოგილოცავთ კურსის დამთავრებას და წარმატებებს გისურვებთ სამომავლო საქმიანობებში“, - უთხრა მან მსმენელებს.

 

,,დასაქმებული ვარ, მაგრამ მაინც გავიარე ეს კურსი, რადგან მიმაჩნია, რომ ,,ორისის“ კურსი აუცილებელია პროფესიონალი ბუღალტრებისათვის“, - განაცხადა კურსდამთავრებულმა ტანია ამირხანიანმა.

საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის USAID-ის მხარდაჭერით შექმნილია დასაქმების ხელშეწყობის ქსელი. კონსულტაციისა და დასაქმების ცენტრები გახნილიათბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორსა და თელავში. ცენტრების დახმარებით ბენეფიციარები რეგისტრაციას გადიან მონაცემთა ბაზაში. შემდეგ ეტაპზე, თუ მათგამოუჩნდებათ დამსაქმებელი და დაჭირდებათ ამა თუ იმ სფეროში გადამზადება, ისინი გადამზადებას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის დაფინანსებით გაივლიან და, შესაბამისად,დაიწყებენ სამსახურს. ბენეფიციარების გადამზადებას უზრუნველყოფს პროვაიდერი ორგანიზაციები. ახალციხის კონსულტაციისა და დასაქმების ცენტრი სწორედ ასეთი მიმართულებითთანამშრომლობს ასოციაცია ,,ტოლერანტთან.” ამ ორი ორგანიზაციის ურთიერთობა დაიწო 2010 წლის აგვისტოში და დღემდე წარმატებით გრძელდება.

სწორედ ახალციხის დასაქმებისა და კონსულტაციის ცენტრის დასაქმების ბენეფიციარები იყვნენ ,,ორისის” პროგრამითს საბუღალტრო კურსების მსმენელები.

,,ტოლერანტი” არის ჩვენი ერთ-ერთი პროვაიდერი ორგანიზაცია, რომელიც გვეხმარება ბენეფიციარების გ ადამზადებაში“ , – გვითხრა ახალციხის დასაქმებისა და კონსულტაციისცენტრის დასაქმების კონსულტანტმა რუსუდან ოქრომელიძემ.

მსმენელთა მიღება პრაქტიკული ბუღალტერიის ,,ბასს“, ,,ფასს“ და ,,ორისის“ პროგრამების შემსწავლელ კურსებზე ისევ გრძელდება.